Загрузка...

რა უნდა ვიცოდეთ ორსულობის შემდგომი დეპრესიის შესახებ


ორსულობა- ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქალის ცხოვრებაში. ახალი სიცოცხლის დაბადება სიხარულს უკავშირდება. მაგრამ არსებობს გარკვეული პრობლემები, რომელიც ორსულობის პროცესის და შემდგომ პერიოდის თანმდევია და რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა ვიყოთ ინფორმირებული. ერთ-ერთი ასეთია ორსულობის შემდგომი დეპრესია, რომელიც ქალთა უმრავლესობაში შეინიშნება. ორსულობის შემდგომი დეპრესია ( postpartum depression ) ვლინდება ფიზიკურ, ემოციურ დონეზე და იკვეთება ქცევის ცვლილებებში.ის ძირითადად მშობიარობიდან 4 კვირაში ვლინდება. მშობიარობის შემდგომი დეპრესია დაკავშირებულია იმ ქიმიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებთან, რომელიც ბავშვის გაჩენისთანავე ხდება საგრძნობი და აღწერს იმ ემოციურ მდგომარეობას, რომელსაც ახალგაზრდა დედების უმრავლესობა განიცდის.კარგი ამბავი ისაა, რომ ამ დეპრესიის მკურნალობა შეიძლება წამლებითა და ფსიქოლოგთან კონსულტაციის მეშვეობით.
იტვირთება...
loading...
ქიმიურ ცვლილებეში ითვლება ჰორმონების დონის სწრაფი დაწევა მშობიარობის შემდგომ. ფაქტიური კავშირი ჰორმონების სწრაფ ვარდნასა და დეპრესიას შორის ჯერ კიდევ არ არის ნათელი, მაგრამ ცნობილია, რომ ორსულობისას ქალის რეპროდიქტიული ჰორმონები-ესტროგენი და პროგესტერონი ათჯერ მატულობს, ხოლო მშობიარობის შემდეგ, მკვეთრად იკლებს. ბავშვის გაჩენიდან დაახლობით სამი დღის შემდეგ ამ ჰორმონების რაოდენობა ხდება იგივე, რაც დაორსულებამდე ჰქონდა ორგანიზმს.
სიმპტომები:
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომები ჩვეულებრივ ჰგავს იმ მდგომარეობას, რასაც ყველა ქალი განიცდის ბავშვის გაჩენის შემდგომ: ძილთან დაკავშირებული პრობლემები, მადის ცვლილება, გადამეტებული დაღლილობა, ლიბიდოს შემცირება, ხასიათის ხშირი ცვლილება.ამასთან ერთად, ხასიათდება ისეთი ნიშნებიც, რაც არ არის ჩვეულებრივი ორსულობის შემდგომი პერიოდის თანმდევი : მუდმივად დამდაბლებული განწყობა, სიამოვნების შეგრძნების კარგვა, უსარგებლობის განცდა, უიმედობა, დაუცველობის შეგრძნება. ფიქრები სიკვდილზე, თვითმკველობაზე ან ვინმესთვის რამის დაშავებაზე.
რისკები:
ბევრ ფაქტორს შეუძლია განაპირობოს მშობიარობის შემდგომი დეპრესია.მათ შორის:
> დეპრესიის ისტორია დაორსულობამდე ან ორსულობის პერიოდში
> ორსულის ასაკი- რაც უფრო მცირეა ასაკი, მით მეტია რისკი
> ამბივალენტურობა ორსულობის მიმართ
> ბავშვების რაოდენობა-რაც უფრო მეტია უკვე გაჩენილი ბავშვების რიცხვი, მით მეტია დეპრესიის რისკი მომდევნო ორსულობისას
>შეზღუდული სოციალური თანადგომა
> ოჯახური კონფლიქტი
> მარტოხელას სტატუსი
მშობიარობის შემდგომი დეპრესია იმაზე გავრცელებულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ, განსაკუთრებით, ძალიან ახალგაზრდა დედებში. 1000 დან 1 ქალს კი მშობიარობის შემდგომი დეპრესია შესაძლებელია უფრო მწვავე პრობლემაში გადაეზარდოს, რომელსაც მშობიარობის შემგდგომ ფსიქოზს უწოდებენ
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ