Загрузка...

პროდუქტი, რომლებიც მოწევისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ


მოდით შევთანხმდეთ, რომ ქვემოთ მოცემული პროდუქტები სასწაულს არ მოახდენს და დამოკიდებულებას არ გააქრობს. ეს მხოლოდ ის პროდუქტებია, რომლებიც თქვენს ნებისყოფასთანერთად მოწევისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ. ეს პროდუქტები პირველი სტრესული პერიოდის განმავლობაში გვეხმარებიან, როცა გაძლება და მხარდაჭერა გვჭირდება.

გარდა ამისა, არსებობს პროდუქტების შავი სია, რომლებიც სიგარეტის მოწევის სურვილს მხოლოდ ამძაფრებს. დროებით თქვენი ცხოვრებიდან უნდა გამორიცხოთ ყავა და სპირტიანი სასმელები. როგორც მეცნიერება ირწმუნება, რაც მეტია ალკოჰოლური სასმელის გრადუსი, მით უფრო ძლიერია კვამლის დაყენების სურვილი. სანამ ფილტვები ნიკოტინისგან იწმინდება, გირჩევთ წვენები დალიოთ.
იტვირთება...
loading...
რომელი პროდუქტები გვიშველის მოწევის წარმოუდგენელი სურვილის დროს?

ბადრიჯანი
მოწევისთვის თავის დანებების დროს მთავარი ტანჯვა ნიკოტინის მჟავის დეფიციტია, რადგან ორგანიზმი მასზე მიჩვეულია და მის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლია. ნიკოტინთან განშორება ასეთი მტკივნეული და მკვეთრი რომ არ იყოს, ნიკოტინის პლასტირები მოიგონეს, მაგრამ ჩვენ უფრო სასარგებლო, მარტივ და იაფ პროდუქტს - ბადრიჯანს გირჩევთ. მასში ნიკოტინის მჟავა შედის, მაგრამ სიგარეტისგან განსხვავებით სასარგებლოა, მაგ., ნერვებისთვის. ნარკოლოგები მოწევისთვის თავის დანებების მსურველებს ყოველდღე ამ ბოსტნეულის მირთმევას ურჩევენ. ეს დეპრესიისგან დაგიცავთ.

რძე
სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მოწევის წინ ცივი ან თბილი რძის დალევა, სიგარეტის გემოს ძალიან ცუდს ხდის. თუ ყოველი მოწევის წინ ასეთ მანიპულაციას ჩაიტარებთ, ორგანიზმი პროცესიდან სიამოვნებას ვეღარ მიიღებს და მალე საერთოდ გადაუყვარდება.კოჭა
სასურველია ნაჭრებად დაჭრათ და თან კონტეინერით ატაროთ. როცა მოწევის სურვილი გაგიჩნდებათ, ენაზე კოჭის ნაჭერი დაიდეთ. მისი მწველი გემო სურვილს ჩაკლავს. ამასთან მწეველები გაციებისა და ვირუსების დროს უფრო დაუცველები არიან. კოჭა ბუნებრივი იმუნოსტიმულატორია, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ის ლორწოვანს დაიცავს და სუნთქვას განაახლებს.

ციტრუსი
მათი მჟავე გემო მოწევის განწყობას აქრობს. მოწევის სურვილის შესამცირებლად მანდარინი, ფორთოხალი ან ლიმონის ნაჭერი ჭამეთ. ასევე, ციტრუსი დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, რომელიც მწეველის სხეულში ყოველთვის დეფიციტშია, რადგან სიგარეტის ტოქსინები მას ანადგურებს.ბანანი
მასში დიდი რაოდენობით B6 ვიტამინია, რომლის ერთ-ერთი ამოცანაა ფილტვების ავთვისებიანი სიმსივნისგან დაცვაა. მეორე ამოცანა კი სეროტონინის, ბედნიერების ჰორმონთან სინთეზით ჩვენს განწყობაზე გავლენას ახდენს. მოწევისთვის თავის დანებების მსურველს კარგი განწყობა ძალიან სჭირდება.

ბროკოლი
ნიკოტინზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი დამცველია. ამ ომში სულფორაფანის შემცველობის გამო ძალიან სასარგებლოა, რადგან ის უჯრედების ტოქსიკურ მოწამვლას აფერხებს და მათ ნიკოტინისგან იცავს.

და კიდევ....
ასევე დაგეხმარებათ მწვანე ლობიო, ისპანახი, პომიდორი, ახალი ყაბაყი და ნიახური. მათგან სალათი მოამზადეთ და ჯანმრთელობის სასარგებლოდ მოწევა შეწყვიტეთ. მოწევის სურვილის დროს ნიახური მიირთვით. ის სიგარეტის გემოს კარგად აფუჭებს, მოწევის „მადას“ დაგიკარგავთ.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ