Загрузка...

რა ხდება თქვენს ორგანიზმში ერთი ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ


ბევრი ჩვენგანისთვის ყავის დალევა ერთგვარი ტრადიციაა. აბსოლუტურ სიჩუმეში, მეგობრებთან საუბრის დროს თუ ოჯახურ გარემოში ამ არომატული სასმელის ერთი ფინჯანი განწყობას საოცრად ამაღლებს.
იტვირთება...
loading...
ჩვენ მოგიყვებით თუ როგორ მოქმედებს ის ჩვენს ორგანიზმზე და რატომ გვიყვარს ასე ძლიერად.
ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ, ალბათ არც დავფიქრებულვართ, როგორ მოქმედებს ის სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე.
მაშ ასე, ეს ინფორმაცია ყავის მოყვარულებს ძალიან გამოგადგებათ.
პირველი 10 წუთის განმავლობაში - კოფეინი მოხვდება თუ არა სისხლში, კოფეინის ზემოქმედებით, იზრდება გულის ცემის სიხშირე და არტერიული წნევა.
20 წუთის შემდეგ - კოფეინი უკავშირდება ადენოზინურ რეცეპტორებს, რის შედეგადაც ქვეითდება დაღლილობის გრძნობა, ადამიანის შრომისა და კონცენტრირების უნარი იზრდება, ამიტომ გვიადვილდება ამოცანების გადაჭრა და გადაწყვეტილების მიღება.

30 წუთის შემდეგ - ორგანიზმი კოფეინზე რეაგირებს ადრენალინის გამოსროლით, რაც ენერგიით გვამარაგებს. გუგები ფართოვდება და მხედველობის სიმახვილეც იზრდება.

40 წუთის შემდეგ - გამოიყოფა სეროტონინი, უმჯობესდება მამოძრავებელინეირონების მუშაობა და იზრდება კუნთებში ძალა.

4 საათის შემდეგ - ხდება ცხიმების ინტენსიური დაშლა და გამოიყოფა კუჭის წვენი.

6 საათის შემდეგ - ვლინდება ყავის შარდმდენი ეფექტი. შარდთან ერთად ორგანიზმიდან გამოიყოფა ვიტამინები და მიკროელემენტები, რის შედეგადაც შეიძლება კალციუმისა და კალიუმის დისბალანსი განვითარდეს.
და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, ყავის შარდმდენი ეფექტიდან გამომდინარე, ორგანიზმი იწყებს გაუწყლოებას, რისთვისაც აუცილებელია ორგანიზზმა მიიღოს დიდი რაოდენობით წყალი, რათა თავიდან ავიცილოთ გაუწყლოების საფრთხე.
დალიეთ ყავა, თუმცა ზომიერად! ჯანმრთელობას გისურვებთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ