Загрузка...

ძმარი,რომელიც უამრავი დაავადების წამალია


ქლიავის ძმარი, ეს არის ძმრის სახეობა, რომელსაც თანამედროვე ცხოვრების დაბინძურებულ გარემოში დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, ადამიანის (და არა მარტო)ჯანმრთელობისათვის.მისი გამოყენება შეიძლება მეცხოველეობაშიც.
ქლიავის ძმარი არის ერთ-ერთი საუკეთესო დიეტური საშუალება, მას შეუძლია დიეტის დროს აგარიდოთ ავიტამინოზი.იგი ხელს უწყობს ორგანიზმში მავნე ნივთიერებების აღმოფხვრას.ასუფთავებს და აძლიერებს ადამიანის ორგანიზმს.
აძლიერებს PH-ს ღირებულებებს, რათა განისაზღვროს მჟავა და ტუტე შემცველობა სხეულში.
ასტიმულირებს და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის გამოვლენისათვის.შეიცავს ბევრ ამინომჟავას.
იტვირთება...
loading...
ბოლო კვლევებში "AGRILIFE" კვლევით ცენტრში მეცნიერებმა გამოიკვლიეს 100 სახეობის ხილი და აღმოჩნდა, რომ ქლიავი იმდენადვე ანტიოქსიდანტურია, როგორც ლურჯი მოცვი.
ქლიავი შეიცავს ისეთ ფიტონუტრიენტებს, რომლებიც სხვა ხილს აკლია.მაგალითად როგორებიცაა: ნეოროლოროგენური და ქლოროგენული მჟავა.ეს ორი ფიტონუტრიენტი იცავს ორგანიზმს
რადიკალური დაზიანებისაგან.
ქლიავის ძმარი ასევე არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.
ხელს უწყობს საკვების მონელებას.
არეგულირებს შარდის შეკავებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
აღმოფხვრის და ანადგურებს ორგანიზმიდან მავნე ბაქტერიებს და პარაზიტებს.
შეიცავს ფლავონოიდს(ფენოლის), რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ ბარიერს, თავისუფალი რადიკალური დაზიანებისაგან თავდასაცავად.
ათავისუფლებს ნაწლავებს დისკომფორტისაგან, რომელიც გამოწვეულია სოკოების ან ნაწლავის ცუდი ბაქტერიებისაგან.
აძლიერებს იმუნიტეტს.
დილით ორი ჩაის კოვზი ჭიქა წყალში კარგია კუჭ-ნაწლავისთვის.ასევე საღამოს საჭმლის მოსანელებლად მშვიდი ძილისთვის.
დიეტისთვის დღეში სამჯერ იგივე დოზით, ჭამის წინ10-წუთით ადრე.მაგრამ მხოლოდ ორი კვირა მიიღეთ, შემდეგ ორი კვირა დაისვენეთ და ისევ.
ქლიავის ძმარი გამოიყენება თმის მოვლისთვისაც, ათავისუფლებს ქერტლისაგან და ბზინვარებას მატებს თმებს.უბრალოდ დაბანის შემდეგ თავზე გადაივლეთ და 2-5 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გამოყენების წესები სხვადასხვაგვარია, გააჩნია თმის ტიპს.ეს თქვენ უნდა დაარეგულიროდ ვის როგორ მოგიხდებათ. მაგალითად:1-წილი ძმარი და 5-წილი წყალი. 1-წილი ძმარი და 4-წილი წყალი. 1-წილი ძმარი და 3-წილი წყალი. 1-წილი ძმარი და 2-წილი წყალი. 1-წილი ძმარი და 1-წილი წყალი.
იგი მთლიანად ანადგურებს ტილებს თმაში.დაბანის დროს თვალებთან სიფრთხილე გმართებთ, სანამ კარგად არ გაიმშრალებთ არ გაახილოთ.
იგი შველის კიდევ ისეთ დაავადებებს როგორიცაა:
1.დიარეა
2.მეტეორიზმი
3.ნაწლავების სპაზმი
4.დეზინტერია
5.გაფართოებული ელენთა
6.ხელს უწყობს საკვების მონელებას
7.შარდის შეკავებასთან დაკავშირებული პრობლემები
8.ხელს უწყობს ცხიმის წვას.და კიდევ სხვა დაავადებების წინააღმდეგ.
კარგია ტუბერკულოზის წინააღმდეგაც რადგან მას აქვს ძლიერად მოქმედი ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური მოქმედება.მდიდარია ვიტამინებით და ორგანული მჟავებით.მასში განსაკუთრებით მაღალია P აქტიური ნაერთების, B3 ვიტამინისა და კაროტინის შემცველობა.
ქლიავი კალიუმის, ნატრიუმის, ფოსფორის, მაგნიუმის, მანგანუმის, ქრომისა და სხვა მნიშვნელოვანი ქიმიური ნაერთების წყაროა.
მისი ნაყოფი შეიცავს შაქრებს, ვაშლის და ლიმონის მჟავას, მთრიმლავ პექტინს, უჯრედისს, კაროტინს, მინერალურ მარილებს.სხვადასხვა ფლავონოიდურ ნივთიერებებს. B1, C, P, PP, E, B6, B15 ვიტამინებს, მიკროელემენტებს: K, CA, MG, NA, FE, U და სხვა.
ქლიავის ძმარი არეგულირებს კუჭის მუშაობას და დეზინფექციას უკეთებს კუჭს და ნაწლავებს.აძლიერებს პერისტალტიკას.
ქლიავის ძმარი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში: იგი უხდება სალათებს, ბოსტნეულს, ხორცს, მარინადებს, მაკარონს, წიწიბურას და სხვა.
საინტერესოა და ქლიავის ძმრის გამოყენება შეიძლება მეცხოველეობაშიც. აძლიერებს იმუნიტეტს, დეზინფექციას უკეთებს ორგანიზმს და იხსნის მოწამლისაგან.ხსნის შებერილობას, აუმჯობესებს საკვების მონელებას.მაგალითად მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ხშირად ხდება ეგრედ წოდებული გაბერვა, საკვების ჩაწოლა კუჭში რა დროსაც ვერ ინელებს საკვებს, ამ დროს დაეხმარება ქლიავის ძმარი.მისი გამოყენება სხვადასხვა დოზით ხდება, გააჩნია ავადმყოფობის სიმძიმეს.შესაძლებელია მისი მიცემა წყალთან გაზავებული 1/5. 1/4. 1/3. 1/2. 1/1-ზე გაზავებული. ხოლო ყოველდღიურობაში, პროფილაქტიკის მიზნით შესაძლოა მცირე რაოდენობით ჩაემატოს სასმელ წყალში ან კომბინირებულ საკვებში.მაგალითად: 10- გრამიდან 100 გრამამდე დღეში თითო სულზე, გააჩნია პირუტყვის სახეობას და ზომას. ოღონდ ამ შემთხვევაშიც აუცილებელია შესვენება მისი მუდმივად მიღება არ შეიძლება.
ქლიავის ძმარს ისევე როგორც ვაშლისას შეუძლია საქონელს მოაშოროს გარკვეული სახეობის მავნებელი პარაზიტები, ტილები, ტკიპები და სხვა.
ქლიავის ძმარით შეიძლება გაკეთდეს საქონლის ცურის დეზინფექცია.
ისევე როგორც ყველა ძმარს ქლიავის ძმარსაც აქვს უკუჩვენებები, არ არის რეკომენდებული ისეთი ადამიანისათვის ვისაც აწუხებს, მწვავე გასტრიტი, ღვიძლის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე დაავადები.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ