Загрузка...

სახლში მომზადებული შოკოლადი მხოლოდ 10 წუთში - მაღაზიაში ნაყიდზე უარს იტყვით


სახლში შოკოლადის 10 წუთში მომზადება მითი არა, არამედ რეალობაა. შოკოლადის ინგრედიენტებს სახლში ყველა იპოვის. მომზადების პროცესი საკმაოდ მარტივია, ხოლო ერთი ნატეხის გასინჯვის შემდეგ მაღაზიაში ნაყიდზე უარს იტყვით.
იტვირთება...
loading...

ინგრედიენტები:
5 ს/კ კაკაო
2 ს/კ შაქარი
50 გრ კარაქი
0, 5 ჭიქა რძე

მომზადება:
1. რძე ქვაბში გააცხელეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ.
2. ცალკე თასში შაქარი და კაკაო აურიეთ. ნარევი გაცხელებულ რძეს ნელ-ნელა დაუმატეთ.
3. შემდეგ კარაქი დაუმატეთ.
4. მიღებულ ნარევს მუდმივად ურიეთ და დაბალ ცეცხლზე მაქსიმუმ 2 წუთით ადუღეთ. ამ დროში კომპონენტები შეერთდება.
5. ჯერ კიდევ ცხელი შოკოლადი ფორმებში გადაანაწილეთ და როცა გაგრილდება მაცივარში რამდენიმე საათით შედგით.
6.დროის გასვლის შემდეგ მაცივრიდან შოკოლადი გამოიღეთ და მსოფლიოში ყველაზე გემრიელი შოკოლადით ისიამოვნეთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ