Загрузка...

წასახემსებელი, დამარინადებული ქლიავი „გენერალი“ - ზამთრისთვის შესანახი კონსერვების ლიდერი


წასახემსებელიდამარინადებული ქლიავი „გენერალი“ ზამთრის შესანახ კონსერვებში ჩემი ლიდერია.
იტვირთება...
loading...

ინგრედიენტები:
2 კგ ქლიავი
700 გრ შაქარი
300 მლ ვაშლის ძმარი
4-5 დაფნის ფოთოლი
შავი წიწაკის მარცვლები
მიხაკი
იამაის წიწაკის მარცვლები

მომზადება:
1. ქლიავი გარეცხეთ და ემალის ქვაბში ან თასში მოათავსეთ.
2. სანელებლები დაუმატეთ: მიხაკი, წიწაკის მარცვლები, იამაის წიწაკის მარცვლები და დაფნის ფოთოლი
3. მარინადი მოხარშეთ: ვაშლის ძმარი ადუღებამდე მიიყვანეთ, შაქარი დაუმატეთ და აურიეთ.
4. თუ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება არ ინერვიულოთ, ქლიავი წვენს გამოყოფს და მარინადი ერთგვაროვანი გახდება.
5. ქლიავს მარინადი დაასხით და 2 საათით გააჩერეთ. პირსახოცი აუცილებლად დააფარეთ.
6. ახლა ყველაზე მთავარი, მოთმინება მოიკრიბეთ. 5 დღის განმავლობაში, დღეში 2-ჯერ მარინადი გადაასხით, აადუღეთ და კვლავ ქლიავს დაასხით.
7. 5 დღის შემდეგ მარინადი გადაასხით, ქლიავი მინის სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ, მარინადი დაასხით და თავსახური დაახურეთ.
8. თბილ ქსოვილში შეფუთეთ და სრულ გაგრილებამდე ასე დატოვეთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ