Загрузка...

ფენებად შებრაწული კარტოფილი, ქათამი და ყველი


ულუფის რაოდენობა - 10

მომზადების დრო - 2 საათი
ინგრედიენტები:


კარტოფილი................................ 20 ცალი
ხახვი.............................................. 4 ცალი
ყველი ........................................... 400 გრამი
მაიონეზი ..................................... 2 შეკვრა

ქათმის ფილე ............................. 1 კილო


მომზადების წესი1. ხახვი დავჭრათ ნახევარ-რგოლებად და ჩავალბოთ მაიონეზში.
დავჭრათ კარტოფილი, მოვაყაროთ მარილი, ჩავალბოთ მაიონეზში.
ქათამიც (არ დაიჯერებთ და!) ჩავალბოთ მაიონეზში!
მარილიც და სუნელებიც გემოვნების მიხედვით.

2. ერთი საათის შემდეგ ყველაფერი გადმოვიღოთ ფენებად საცხობ თუნუქის ფირფიტაზე ( ჟაროვნა ): 1. კარტოფილი; 2. ხახვი; 3. ხორცი.
3. შევდგათ ღუმელში და შევწვათ 220 გრადუსზე 40 – 50 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავაყაროთ გახეხილი ყველი და დაჭრილი მწვანილი.
იტვირთება...
loading...

4. როდესაც ყველი გალღვება - ფენოვანი კარტოფილი მზადაა. შეგიძლიათ სუფრაზე მიიტანოთ და გემრიელად მიირთვათ.

გაინტერესებთ, როგორ უნდა შეიწვას ღვიძლი სინამდვილეში?ბევრი უარს აცხადებს საყვარელი ღვიძლის შეწვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მომზადებისას ღებულობენ მშრალს, მაგარს და მომწაროს.
იმისათვის, რომ მივიღოთ გემრიელი, წვნიანი და ნაზი შედეგი, საჭიროა ვიცოდეთ ღვიძლის მომზადების რამდენიმე დეტალი (ეს იქნება საქონლის, ღორის თუ ქათმის ღვიძლი)
აი რა დაგვჭირდება კულინარული ექსტაზისთვის:

ღვიძლი _ 500 გრ;

ხახვი _ 2 ც;
ფქვილი _ 2 ს.კ;
მარილი და წიწაკა _ გემოვნებით;
ზეთი _ 50 მლ.

როგორ შევქმნათ ეს საოცრება:1. დაჭერით ღვიძლი არა უმეტეს ერთ სანტიმეტრიან კუბიკებად.
2. ნაჭრები ამოსვარეთ ფქვილში და დააწყვეთ გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე.
3. სამ- სამი წუთი შებრაწეთ ყველა მხრიდან და გადადეთ ჯამში.
4. ზეთში ჩააწყვეთ ხახვი და მოთუშეთ დარბილებამდე.
5. დაამატეთ ღვიძლი, დაამარილეთ, დააყარეთ წიწაკა.
6. დააყოვნეთ რამოდენიმე წუთი _ და ღვიძლი მზადაა!

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ღვიძლი ჯნმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა!

ღვიძლში არსებული დიდი რაოდენობით В ვიტამინი ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს, ასევე ეხმარება სისხლძარღვთა სისტემის განვითარებას..

ღვიძლი სასარგებლოა იმითაც რომ შეიცავს ფოსფორის, მაგნიუმის და რკინის დღიურ ნორმას. ეს ელემენტები პასუხს აგებენ სისხლში ჰემოგლობინის შექმნაზე, ამიტომ ღვიძლის გამოყენება აუცილებელია მათთვის, ვისაც ანემია აქვთ.

ღვიძლში არსებული А ვიტამინი, დაგეხმარებათ კანის მოწესტრიგებასი და თვალების დაცვაში.
ღვიძლის შემადგენლობაში შემავალი რიბოფლავინი დაეხმარება ორგანიზმს იმ რკინის უკეთესად ათვისებაში, რომელსაც ორგანიზმი საკვებთან ერთად ღებულობს.
იოდი და სელენი, რომელიც ადმიანის ორგანიზმში ღვიძლთან ერთად ხვდება, ეხმარება ფარისებრ ჯირკვალს მუშაობის მოწესრიგებაში.
ასევე დიდი რაოდენობითაა მასში С ვიტამინი , რომელიც დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში და დამატებით დაიცავს ორგანიზმს დაავადებებისგან.


ყველაზე ნაზი, გემრიელი და წვნიანი კოტლეტი ბებიას რეცეპტებიდან, გაგისინჯავთ?


ასეთი კოტლეტები მოსწონს ყველას - უფროსებსაც და ბავშვებსაც. დიახ, ყველაზე უჭმელი ბავშვებიც კი გემრიელად მიირთმევენ. რაშია საიდუმლო? თქვენვე ნახეთ...

პროდუქტები:

1. ფარში ( ღორის და საქონლის ხორცი) – 1 -1, 5 კგ

2. საშუალო ზომის კარტოფილი (უმი) – 3-4 ცალი

3. ხახვი -3-4 ცალი

4. ფუნთუშა ( ან თეთრი პური ) – 1 ცალი

5. კვერცხი - 1ცალი

6. რძე

7. მარილი, წიწაკა, მდოგვი, მცენარეული ზეთი

როგორ მოვამზადოთ:კარტოფილი და ხახვი დავაბლენდეროთ (ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში).

ფუნთუშა (პური) დავტეხოთ და ჩავალბოთ რძეში ისე, რომ მთლიანად დაიფაროს ნაჭრები. ვაცადოთ შეიწოვოს მთლიანად რძე და გაფუვდეს.

გაწურვის გარეშე პური და ჭურჭელში ჩარჩენილი რძე დავუმატოთ ფარშს, ასევე კვერცხი, დაბლენდერებული მასა, მარილი და წიწაკა გემოვნებით.

საჭიროა ასევე დავამატოთ 1 სუფრის კოვზი მდოგვი ( საშუალო სიმწარის), თუ მწარეა, უფრო ნაკლები.

კარგად ავურიოთ ფარში, დავამატოთ 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი. დავაყოვნოთ მინიმუმ ათი წუთი.

გავაცხელოთ მცირე რაოდენობის ზეთი. სველი ხელებით დავაგუნდაოთ კოტლეტები, დავაწყოთ ტაფაზე, ჩავუწიოთ ცეცხლს და ვწვავთ ჩვენს კოტლეტებს.

როდესაც ერთი მხრიდან შეიბრაწებიან, გადავაბრუნებთ და შემდეგ ვაფარებთ ტაფას სახურავს. ახლა ჩვენი კოტლეტები იწვებიან (მეორე მხარეს) და ითუშებიან.
შეგიძლიათ ჯერ ორივე მხრიდან შეწვათ, და შემდეგ მოთუშოთ სოუსში. მაგრამ სოუსის გარეშეც კოტლეტები გამოდის ძალიან რბილი და წვნიანი!

გემრიელად მიირთვით!



მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ