Загрузка...

7 კერძის რეცეპტი ბროკოლისგან, რომელიც ბავშვებსაც კი მოეწონებათ


ექიმები და დიეტოლოგები გირჩევენ, რომ ბროკოლი ხშირად მიირთვათ, რადგან ეს ფერადი კომბოსტო ნამდვილი „ვიტამინების და მინერალების“ საწყობია.
ბროკოლი შეიცავს ნახშირწყლებს, ხსნად და უხსნად ბოჭკოებს, ფოლიუმის მჟავას, ვიტამინებს A, B (1, 2, 3, 5, 6, 9), C, E, K, მინერალებს (კალციუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, მანგანუმი, სელენი, ნატრიუმი, თუთია).
ექიმები და დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ბროკოლი სიმსივნის საუკეთესო „წამალია“. ბროკოლი ტოპ 5 საუკეთესო პროდუქტს შორის შედის.
7 გემრიელი ბროკოლის რეცეპტი

1. კრემ-სუპი ბროკოლისგან
ინგრედიენტები:
  • 500 გრ ბროკოლი
  • 10-15 სმ პრასი
  • 1 პატარა ოხრახუშის კონა
  • 1 პატარა სტაფილო
  • 1 ნიახური
  • 1 კარტოფილი
  • 1 ნაჭერი კარაქი
  • 200 მლ ნაღები
  • 1 ჩ/კ დაფქული მუსკატის კაკალი
  • მუსკატის კაკალი
  • წითელი წიწაკა
  • მარილი
მომზადება:
სტაფილო, ნიახური და კარტოფილი ბოსტნეულის წვნიანისთვის მოხარშეთ. პრასი და ბროკოლის კონა გარეცხეთ. ყველა ბოსტნეული ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ, კარაქი და ნახევარი ნაღები დაუმატეთ.
ნელ-ნელა პრასი, ბროკოლი და დარჩენილი ნაღები დაუმატეთ, აურიეთ, სანამ სქელ მასას არ მიიღებთ.მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ. სუფრაზე ცხელ შემწვარ პურთან ერთად გაიტანეთ.
იტვირთება...
loading...

2. კრემ-სუპი ბროკოლისა და ყაბაყისგან
ინგრედიენტები:
  • 350 გრ ბროკოლი
  • 400 გრ ყაბაყი
  • 1 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1, 5 ლ ბოსტნეულის ბულიონი
  • 100 მლ ნაღები
  • 1 ს/კ კარაქი
  • 1 კოვზი დაჭყლეტილი ნიორი
მომზადება:
ხახვი და ნიორი დაჭერით და შეწვით. წიწაკა დაუმატეთ. ოდნავ შეაწითლეთ და ბოსტნეულის წვნიანში მოათავსეთ.
გასუფთავებული და დაჭრილი ყაბაყი დაუმატეთ და 5 წუთით ხარშეთ, შემდეგ გარეცხილი ბროკოლი დაუმატეთ და წვნიანი კიდევ 15 წუთით ხარშეთ.
შემდეგ ბოსტნეული ნახევარ ბულიონთან და ერთ კოვზ კარაქთან ერთად დააბლენდერეთ. შეგიძლიათ გასაფორმებლად რამდენიმე ცალი ბროკოლი დაიტოვოთ. დაბლენდერებულ ბულიონს დარჩენილი ბულიონი დაუმატეთ და ხარშეთ. ნაღები დაუმატეთ.სუფრაზე წვნიანი ცხელი გაიტანეთ.

3. ღუმელში გამომცხვარი ბროკოლი
ინგრედიენტები:
  • 300 გრ ბროკოლი
  • 100 გრ მოცარელა
  • 1 ნაჭერი კარაქი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ დაფქული წიწაკა
მომზადება:
1ლ წყალი აადუღეთ. წყალს მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი ბროკოლი და მარილი დაუმატეთ და რამდენიმე წუთით ხარშეთ. შემდეგ წყალი გადაასხით და ბროკოლი პერგამენტ დაფარებულ საცხობ ტაფაზე გადმოიტანეთ.
რამდენიმე მსხვილი მოცარელას ნაჭრები ბროკოლს დაუმატეთ. ბროკოლსა და მოცარელას შორის კარაქი მოათავსეთ.
გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ, სანამ მოცარელა არ გადნება. ბროკოლს წიწაკა მოაყარეთ და სუფრაზე გაიტანეთ.

4. ბროკოლის ღვეზელი ქათმის მკერდით
ინგრედიენტები:
  • 200 გრ ბროკოლი
  • 1 ქათმის გულმკერდი
  • 3 კვერცხი
  • 300 გრ ყველი
  • 370 გრ ნაღები
  • 1 ს/კ კარაქი
  • 3 ს/კ რძე
  • 10-12 ზეთისხილი კურკების გარეშე
  • 5-6 კონა მწვანე ოხრახუში
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
ქათმის მკერდი დაჭერით და მარილწყალში ხარშეთ. მინიმუმ ნახევარი საათით ხარშეთ, ქაფი მოხადეთ. შემდეგ წყლიდან ამოიღეთ და გააგრილეთ. ბროკოლი გარეცხეთ და დაჭერით.
წყალი, საიდანაც ქათამი ამოიღეთ, გააცხელეთ და მასში ბროკოლი საშუალო ცეცხლზე 3-4 წუთით ხარშეთ.
ნახევარი ყველი ნაღებს, კვერცხს და რძეს აურიეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ. თერმო გამძლე საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით და მასში რიგის მიხედვით დააწყვეთ ჯერ ბროკოლი, შემდეგ დაქუცმაცებული ქათმის ხორცი, შემდეგ კვლავ ბროკოლი და კვლავ ხორცი.
ყველის ნარევის ზემოდან მოაყარეთ და კერძი წინასწარ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით შედგით.
შემდეგ კერძს ოხრახუში მოაყარეთ, ზეთისხილი რგოლებად დაჭერით, ზემოდან მორთეთ და კერძი ღუმელში კიდევ 10-15 წუთით შედგით. კერძი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ასევე ცივი.

5. პასტა ორაგულით და ბროკოლით
ინგრედიენტები:
  • 300 გრ პასტა მყარი ხორბლის ჯიშისგან
  • 100 გრ შებოლილი ორაგული
  • 300 გრ ბროკოლი
  • 100 გრ ყველი პარმეზანი
  • დაფქული წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადება:
მაკარონი შეფუთვაში მითითებული ინსტრუქციის მიხედვით მოხარშეთ, შემდეგ წყალი გადაასხით და ზუსტად 4 თეფშზე გადაანაწილეთ. ბროკოლი სანელებლებთან ერთად მოხარშეთ ან შეწვით და ასევე 4 ნაწილად გაყავით.
ორაგული თხელ ნაჭრებად დაჭერით, პასტის და ბროკოლის ზემოთ მოათავსეთ და გახეხილი პარმეზანი მოაყარეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ.

6. ღვეზელი ხაჭოთი და ბროკოლით
ინგრედიენტები ცომისთვის:
  • 250 გრ ფქვილი
  • 60 გრ კარაქი
  • ცივი რძე
  • მარილი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
  • 200 გრ ხაჭო
  • 2 ს/კ მანანის ბურღული
  • 2 ს/კ ცხიმიანი იოგურტი ან ნაღები
  • 7-8 თავი ბროკოლი (მოხარშული)
  • 1 ს/კ დაფქული ორცხობილა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
მოამზადეთ ცომი: ფქვილი, კარაქი და მარილი აურიეთ, ნელ-ნელა ცივი რძე დაუმატეთ. ცომი ხელზე არ უნდა გეკვროდეთ. მზა ცომს გადააფარეთ და მაცივარში შედგით. შემდეგ თანაბარ ნაწილებად გაყავით და მცირე ზომის ბურთები დაამრგვალეთ.
შიგთავსი: ხაჭო, იოგურტი და მანანის ბურღული აურიეთ. შიგთავსი ცომის ცენტრში მოათავსეთ და ბროკოლი დაუმატეთ. წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ და ღვეზელის კუთხეები შეკარით.
ღვეზელი 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ. შეგიძლიათ სუფრაზე ცხელი გაიტანოთ.

7. ფარშირებული კარტოფილი ბროკოლით
ინგრედიენტები:
  • 4 დიდი ზომის კარტოფილი
  • 250 გრ ბროკოლი
  • 200 გრ ყველი
  • 700 მლ რძე
  • 3 ს/კ კარაქი
  • 3 ს/კ ფქვილი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • ¼ ჩ/კ ნივრის ფხვნილი
  • ½ ჩ/კ მარილი
მომზადება:
ბროკოლი მოხარშეთ. კარტოფილი გარეცხეთ და ქაღალდზე კარგად გააშრეთ და რამდენიმე ადგილას ჩანგლით ჩაჭყლიტეთ. ზეითუნის ზეთი კარგად წაუსვით, მარილი მოაყარეთ და ღუმელში 50-60 წუთით შედგით, სანამ რბილი არ გახდება.
სოუსი მოამზადეთ: კარაქი საშუალო ცეცხლზე გაადნეთ, ფქვილი დაუმატეთ და ერთი წუთით აურიეთ. ნელ-ნელა რძე დაუმატეთ და აურიეთ. ეს ნარევი საშუალო ცეცხლზე დატოვეთ, სანამ არ ადუღდება და არ გასქელდება.
მარილი, ნივრის ფხვნილი დაუმატეთ და დაბალ ცეცხლზე დადგით. მოხარშული დაქუცმაცებული ბროკოლი დაუმატეთ. სოუსი ცეცხლზე კიდევ 7-9 წუთით დატოვეთ, რომ ის გასქელდეს. კარტოფილი გაჭერით. კარტოფილის შიგთავსი ჩანგლით ფრთხილად ამოიღეთ, რომ სოუსისთვის ადგილი გაათავისუფლოთ. კარტოფილი ბროკოლის სოუსით აავსეთ და სუფრაზე თბილი გაიტანეთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ