loading...

მეგაშოკოლადიანი კექსი მინერალური წყლით


უგემრიელესი ნამცხვარია და არც მომზადება არის რთული:


ინგრედიენტები:

  • კვერცხი – 5 ცალი
  • შაქარი – 300 გრ.
  • გაზიანი მინერალური წყალი – 180 მლ.
  • «ნესქვიკი» – 75 გრ.
  • კაკაოს ფხვნილი – 30 გრ.
  • გამაფხვიერებელი – 15 გრ.
  • რაფინირებული მზესუმზირის ზეთი – 180 მლ.
  • ფქვილი – 200 გრ.
  • ნიგოზი – 150 გრ.
  • კარაქი – 50 გრ.
  • ნაღები (33–35%) – 100 მლ.
  • შავი ფილა-შოკოლადი – 200 გრ.
    Загрузка...
    მომზადება:
  • I.თასში ათქვიფეთ კვერცხი > დაამატეთ შაქარი და დაელოდეთ ცოტა ხანს, ვიდრე შაქარი არ გადნება > ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი მიქსერით, დაახლოებით, 8-10 წუთის მანძილზე.
    • II.შეურიეთ ერთმანეთს ყველა მშრალი ინგრედიენტი, ფქვილის და ნიგვზის გარდა.
    • III.მშრალი ინგრედიენტები თანდათანობით, პორციებად, დაუმატეთ კვერცხის მასას და ხელის სათქვეფით ან ხის კოვზით შეურიეთ.
    • IV.დაუმატეთ ფქვილი > შემდეგ, მინერალური წყალი და ზეთი > ბოლოს, ნიგოზი.
      გამოვა თხევადი ცომი.
    • V.მოამზადეთ ფორმა. მაგ., 30х9 სმ.: ჩააფინეთ მასში ცხიმწასმული საცხობი ქაღალდი > ჩაასხით ცომი > გამზადებული ფორმა შედგით 160-180 °C-ზე (კექსს რომელ გრადუსზეც აცხობთ, თქვენი ღუმელის სიმძლავრის გათვალისწინებით) წინასწარ გახურებულ ღუმელში.

      VI.გამოცხობის შემდეგ, ამოიღეთ ფორმიდან და გადააბრუნეთ, რომ ზემოდან იდეალურად სწორე იყაო.

      VII.შოკოლადის მინანქრის მოსამზადებლად, ემალირებულ თასში მოათავსეთ დამტვრეული შოკოლადი, ნაღები და კარაქი > დადგით ცეცხლზე > როდესაც ნაღები გათბება, კარაქი და შოკოლად გადნება, ყველაფერი ერთმანეთს კარგად შეურიეთ და გადაასხით ცივ კექსს.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...