loading...

თქვენ აღარასდროს მოამზადებთ ბლინებს სხვა რეცეპტით


მთავარი ამ რეცეპტში ის არის, რომ კარგი ტაფა უნდა გქონდეთ, რომ ცხიმის გარეშე შეწვისას, არ იკრავდეს! ბლინების მირთმევა არაჟანთან, თაფლთან, შოკოლადის პასტასთან ან ჯემთან ერთად შეიძლება და უნდა ითქვას, რომ არც გამოცხობა არის რთული.
Загрузка...

ინგრედიენტები:
ფქვილი—60 გრ.
კვერცხი—5 ცალი
შაქარი—70 გრამი
ვანილის ექსტრაქტი ან ვანილინი—1 ჩ. კ.
გამაფხვიერებელი—2 გრ. (1/4 ჩ. კ.)
მარილი—1 მწიკვი

მომზადება:
I.კვერცხი გაყავით გულებად და ცილებად.
II.კვერცხის 5 გული ათქვიფეთ 40 გრ. შაქართან ერთად > დაამატეთ გამაფხვიერებელი, ვანილი და ფქვილი.
III.ათქვიფეთ 4 კვერცხის ცილა და მარილი. იქამდე თქვიფეთ, ვიდრე ცილა არ გამყარდება (ჯამის გადმობრუნების შემთხვევაში, არ უნდა იღვრებოდეს) > შეათქვიფეთ 30 გრ. შაქარი ნელ-ნელა.
IV.შეაერთეთ ორი მასა ერთმანეთთან.
V.გაახურეთ ტაფა და დაასხით ცომი ბორცვების სახით > დაახურეთ სახურავი > 2 წ. შემდეგ ახადეთ, ცოტა ცომი დაამატეთ ზემოდან და გადააბრუნეთ > იქამდე გააჩერეთ ტაფაში, ვიდრე ძირი არ გაუწითლდება.
P. S.თუ ტაფა იკრავს, ცოტა ზეთი ჩაასხით, ხოლო ბლინები ამოღებისას, ქაღალდის პირსახოციან თეფშზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოსცილდეს.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...