Загрузка...

უგემრიელესი აჯიკის რეცეპტი




ინგრედიენტები
  • პომიდორი - 10 კგ
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 5 კგ
  • მწარე წითელი წიწაკა - 2 კგ
  • ნიორი - 200 გრ
  • ტომატის პასტა - 1 ლ
  • ძმარი - 1 ჭიქა
  • ზეთი - 1 ჭიქა
  • მარილი - გემოვნებით
  • სუნელები (ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი) - გემოვნებით
მომზადების წესები
იტვირთება...
loading...
კარგად გარეცხეთ პომიდორი, ბულგარული, მწარე წითელი წიწაკა და შეაშრეთ. გამოაცალეთ ბოსტნეულს თესლი და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიორთან ერთად. მოათავსეთ ყველაფერი ემალის დიდ თასში, ჩაამატეთ 1 ლ ტომატის პასტა, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, ძმარი, ზეთი, მარილი, კარგად ამოურიეთ და დატოვეთ თასში 3 დღე. ამ დროის მანძილზე დღეში რამოდენიმეჯერ ამოურიეთ. ბოლოს უყავით ასპირინი კონსერვებისთვის, გააჩერეთ კიდევ რამოდენიმე საათი და ჩაასხით სუფთა ქილებში.

შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ