Загрузка...

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი მურაბა საზამთროს ქერქისგან? მარტივი რეცეპტია!


საჭირო ინგრედიენტები:
– 1 კგ საზამთროს ქერქი
– 700 გ შაქარი
– 2 ც. ფორთოხალი
– 1 ც. ლიმონი
– 2 ს/კ შაქრის პუდრი
– 750 მლ წყალი 

მომზადების წესი:
1. ქერქი კარგად გარეცხეთ და გაფცქვენით ისე, როგორც სურათზე ჩანს. დაჭერით ქერქი კუბიკებად, ცივი წყალი დაასხით და მთელი ღამით დატოვეთ. 
იტვირთება...
loading...




2. დილით წყალი გადაღვარეთ, ქერქი ქვაბში გადაიტანეთ, შაქარი მოაყარეთ, დაამატეთ ორი ფორთოხლის წვენი და დაახლოებით 750 მლ წყალი. ქვაბი საშუალო ცეცხლზე დადგით და ინგრედიენტებს პერიოდულად მოურიეთ. 




3. ადუღების შემდეგ, მოხარშეთ მასა კიდევ 5 წუთი, ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და დატოვეთ სანამ ის კარგად არ გაცივდება. გაიმეორეთ ეს მანიპულაცია რამდენიმეჯერ, სანამ სიროფი არ აორთქლდება. მასას ერთი ლიმონის ცედრა და წვენი დაუმატეთ.



4. ჟარონას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ, მასზე ცუკატები გადაიტანეთ და შაქრის პუდრი მოაყარეთ. დატოვეთ ცუკატები გამორთულ ღუმელში ორი დღით. ამ დროის განმავლობაში პროდუქტი კარგად გაშრება.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ