Загрузка...

თუ სოკო გიყვართ... 5 მარტივი რეცეპტი



I.ქამასოკო ტომატით

ინგრედიენტები:
ქამასოკო — 400 გრ.
ხახვი — 1 თავი (პატარა)
ნიორი — 2-3 კბილი
პომიდორი — 4-5 ცალი
ტომატ-პასტა — 2-3 ს. კ.
ოხრახუში — 2-3 ღერი
ზეთი — 4 ს. კ.
მარილი და პილპილი — გემოვნებით
მომზადება:
1.მოამზადეთ სოკო: გარეცხეთ და გაწმინდეთ სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცით. თუ სოკო სუფთაა (სუპერმარკეტიდან არის), შეგიძლიათ არ გარეცხოთ და მხოლოდ გაწმინდოთ > გაყავით თითოეული სოკო 4 ნაწილად.
2.წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი > გაფცქვენით და კუბიკებად დაჭერით პომიდორი.
3.გააცხელეთ ზეთი ტაფაზე > მოშუშეთ ხახვი და ნიორი, ისე რომ ოქროსფერი მიიღოს.
4.დაუმატეთ სოკო > შუშეთ 3-4 წთ. > დაუმატეთ ტომატი, პომიდორი და მწვანილი > კარგად მოურიეთ.
5.დაუმატეთ მარილი და პილპილი > გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 3-4 წუთი.
იტვირთება...
loading...
6.სითხე რომ აორთქლდება და წვენი შესქელდება, ცეცხლიდან გადმოდგით.

II.შემწვარისოკოარაჟნით(სამარხვოდაჩვეულებრივი)

ინგრედიენტები:
ქამასოკო — 500 გრ.
ხახვი — 1 ცალი
არაჟანი — 200 მლ.
მარილი — 0, 5 ჩ. კ.
პილპილი — 0, 5 ჩ. კ.
ზეთი — 4 ს. კ.
მომზადება:
1.დაჭერით სოკო თხელ ფირფიტებად (სუპერმარკეტებში დაჭრილი სახითაც იყიდება). სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ სოკო 4 ნაწილად გაჭრათ.
2.დაჭერით ხახვი ნახევარ რგოლებად ან პატარა კუბიკებად.
3.გააცხელეთ ზეთი > შეწვით სოკო საშუალო ცეცხლზე. თან დროდადრო ურიეთ.
4.წვენი მთლიანად რომ ამოშრება, დაუმატეთ ხახვი > მოშუშეთ კარგად, შეწითლებამდე.
5.დაუმატეთ არაჟანი, მარილი და პილპილი > როდესაც არაჟანი ადუღდება, დაახურეთ ტაფას სახურავი > შუშეთ დაბალ ცეცხლზე. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ცოტა წყალიც დაამატოთ.
6.გააჩერეთ ცეცხლზე 5-15 წუთი. შეგიძლიათ წვენი სრულად ამოაშროთ ან საწებლად დატოვოთ.
P.S.თუ სამარხვო კერძს ამზადებთ, არაჟნის ნაცვლად, ბოლო ეტაპზე, გემოსა და არომატისთვის, 1 კბილი, პრესში გატარებული ნიორი დაამატოთ.

III.შემწვარი სოკო ბრინჯით

ინგრედიენტები:
ქამასოკო — 300 გრ.
ბრინჯი — 100 გრ.
ხახვი — 1 თავი (დიდი)
სტაფილო — 1 დიდი ან 2 პატარა
ნიორი — 4 კბილი
სუნელები — 1 ჩ. კ.
წითელი მწარე წიწაკა — 1 ცალი
ოხრახუში — 1 კონა
მწვანე ხახვი — 1 კონა
ზეთი — 3 ს. კ.
მომზადება:
1.მოხარშეთ ბრინჯი
2.გაასუფთავეთ სოკო > მოათავსეთ ემალირებულ ქვაბში > იმდენი წყალი დაასხით, რომ სოკო თავისუფლად მოძრაობდეს ქვაბში > წყალი რომ ადუღდება, 5 წუთი ხარშეთ (ქამასოკო მალე იხარშება) და მარილი დაამატეთ > მოხარშული სოკო თუშფალანგზე მოათავსეთ.
3.ხახვი დაჭერით ნახევარ რგოლებად და მოშუშეთ ზეთში.
4.ვიდრე ხახვი იშუშება, გახეხეთ სტაფილო > დაამატეთ ხახვს > მოშუშვა გააგრძელეთ.
5.სოკო კუბიკებად დაჭერით > დაამატეთ ხახვს და სტაფილოს > მოურიეთ და დაამატეთ სუნელები, დაჭრილი ნიორი და წიწაკა > შუშეთ 5 წუთის მანძილზე, თან ურიეთ.
6.დაამატეთ მოხარშული ბრინჯი > კარგად მოურიეთ > დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 2 წუთი.
7.დაამატეთ მარილი, პილპილი, დაჭრილი მწვანილი და მწვანე ხახვი > გადმოდგით ცეცხლიდან.

IV.სოკოსკოტლეტი(სამარხვოდაჩვეულებრივი)

ინგრედიენტები:
სოკო (ნებისმიერი) — 1 კგ.
ხახვი — 2 თავი
კვერცხი (აუცილებელი არ არის, მის ფუნქციას შვრიის ფაფა შეასრულებს) – 2 ცალი
შვრიის ფანტელი — 200 გრ.
საფანელი — 2 ს. კ.
ქინძი — 1 კონა
პილპილი და მარილი – გემოვნებით
საფანელი — ამოსავლებად
ზეთი — შესაწვავად
მომზადება:
1.სოკო მოხარშეთ მარილიან წყალში.
2.გადაიტანეთ თუშფალანგზე, რომ კარგად დაიწკრიტოს > გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში.
3.შვრიის ფანტელი მოათავსეთ პატარა ქვაბში ან თასში > დაასხეთ მდუღარე წყალი, იმდენი, რომ დაიფაროს > დააფარეთ სახურავი.
4.დაჭერით ხახვი და მწვანილი წვრილად.
5.თასში შეურიეთ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი > შეანელეთ მარილით და პილპილით. იმ შემთხვევაში, თუ საკმარისად სქელი არ იქნება, დაუმატეთ 3-4 კოვში ფქვილი.
6.ფარში დაყავით გუნდებად > მიეცით კოტლეტის ფორმა > ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში.

V.ქამასოკოსსალათა

ინგრედიენტები:
ქამასოკო — 300 გრ.
ნიორი — 1 კბილი
ლიმონის წვენი — 1 ს. კ.
ლიმონის ცედრა — 0, 5 ჩ. კ.
ზეითუნის ზეთი — 100 მლ.
მარილი ან სოიას სოუსი — გემოვნებით
შაქარი — 1 მწიკვი
დაფქული პილპილი — გემოვნებით
დაფქული წითელი წიწაკა — 0, 5 ჩ. კ.
ოხრახუში — რამოდენიმე ღერი
ზეთი (ნებისმიერი) — სოკოს შესაწვავად
მომზადება:
1.სოკო კარგად გაწმინდეთ ქაღალდის პირსახოცით (არ გარეცხოთ, რადგან დიდი დრო იქნება საჭირო სითხის ასაორთქლებლად) > პატარა ზომის სოკოები არ დაჭრათ, ხოლო დიდი - 4 ნაწილად გაჭერით.
2.თასში ერთმანეთს შეურიეთ: ზეთი, ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი ან სოიას სოუსი, შაქარი, პილპილი და წიწაკა, ლიმონის ცედრა. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაამატოთ რამოდენიმე წვეთი ბალზამიკო (არომატისთვის).
3.სოკო შეწვით ზეთში, 10-15 წუთის მანძილზე, ვიდრე კარგად არ დაწითლდება.
4.დაელოდეთ, ცოტა რომ შეგრილდება > გადაიტანეთ თასში, რომელშიც დანარჩენი ინგრედიენტები არის შერეული > კარგად აურიეთ და წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოაყარეთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...
რედაქტორი გირჩევთ