Загрузка...

უგემრიელესი სოკოს წვნიანი



უგემრიელესი სოკოს წვნიანი, კუჭი რომ არ გაზარმაცდეს
ზაფხულის პერიოდში ჩვენ ნაკლებად ვიღებთ წვნიანს და არჩევანს მშრალ საკვებზე ვაჩერებთ. კუჭი რომ არ გაზარმაცდეს, აუცილებელია მივირთვათ ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო წვნიანები. დღევანდელი რეცეპტი შეეხება სოკოს უგემრიელეს წვნიანს, რომელიც არცერთ თქვენს ოჯახის წევრს გულგრილს არ დატოვებს.
იტვირთება...
loading...
მაშ ასე, 
ინგრედიენტები:
4-5 საშ. ზომის კარტოფილი
2 დიდი სტაფილო
2 ხახვი
4-5 წითელი ბულგარული წიწაკა
მწვანე ბარდა (1 ქილა)
ქამა სოკო დაახ. 500 გრ
3 ც ძროხის “გალინა ბლანკა''-ს კუბები
მწვანილი თქვენი გემოვნებით

მომზადების წესი:
დაახლოებით 3 ლიტრ წყაში ჩავყაროთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, ნახევარზე გადაჭრილი ხახვი და ჩხირებად დაჭრილი სტაფილო და ვხარშოთ. ცალკე ტაფაში ზეთში ჩავშუშოთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ბარდა და სოკო ერთად.
როცა კარტოფილი მოიხარშება, ამოვიღოთ ქვაბიდან ხახვი და ჩავუშვათ ტაფაში მოხრაკული მასა ქვაბში. დავუმატოთ “გალინა ბლანკას'' კუბები, დავაყაროთ მწვანილი და მარილი გემოვნებით. წამოვადუღოთ და გამოვრთოთ.
უგემრიელესი წვნიანი მზადაა. მიირთვით გემრიელად.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ