Загрузка...

როგორ მოვამზადოთ შოკოლადის ნაყინი მარტივად.



ცხელ ზაფხულში ნაყინის ცივი და უგემრიელესი დესერტი შვებაა. შოკოლადის ნაყინს სახლის პირობებში სულ რამდენიმე წუთში, 5 ინგრედიენტით მოამზადებთ:
იტვირთება...
loading...
○ 1, 5 ჭიქა რძე
○ 2 ჭიქა ნაღები
○ ნახევარი ჭიქა კაკაოს ფხვნილი (მნიშვნელოვანია კარგი ხარისხის)
○ 1 ჭიქა შაქარი
○ 1 სუფრის კოვზი ვანილი
უმჯობესია, პროცესის დაწყებამდე თითოეული ინგრედიენტი 30 წუთით მოათავსოთ საყინულეში. შემდგომ ნაყინის მასა უფრო სწრაფად გაიყინება და ტექსტურაც გაუმჯობესდება
1) ერთმანეთში ათქვიფეთ რძე, კაკაოს ფხვნილი და შაქარი. კაკაოს ფხნილი შაქარს სრულიად უნდა შეერიოს, გაიხსნას.
2) ნაღებს ვანილის ექსტრატი დაუმატეთ.
3) ნაზად აურიეთ მიღებული მასები, მოათავსეთ პლასტმასის კონტეინერში და შემდეგ - საყინულეში (მინიმუმ 4 საათით).
არომატის გასაზრდელად, სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ სხვადასხვა სიროფი. რაც შეეხება მორთვას, თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

*აღნიშნული რეცეპტი 317 კალორიას ითვლის.
*თუ ყავის არომატი გიყვართ, შეგიძლიათ ესპრესოს ფხვნილი დაამატოთ
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ