Загрузка...

უგემრიელესი საზამთროს მწნილი



იცოდით, რომ საზამთრო კენკრაა? ალბათ გაგიკვირდათ, მაგრამ კიდევ უფრო გაოცდებით, როცა შეიტყობთ, რომ საზამთროს მირთმევა დამარილებული სახითაც შესაძლებელია.
იტვირთება...
loading...
საზამთროს წნილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
საზამთრო-1, 5 კგ
მარილი-1 ს.კ.
შაქარი-3 ს.კ.
1ლ. დისტილირებული წყალი
მომზადება:
ჩაასხით ჭურჭელში წყალი, ჩაყარეთ მარილი, შაქარი. კარგად მოურიეთ და დადგით ცეცხლზე.
წამოადუღეთ და გააჩერეთ ცეცხლზე 15 წუთით, შემდეგ კი გააგრილეთ.
საზამთრო კარგად გარეცხეთ და დაჭერით პატარა, თანაბარი ზომის ნაჭრებად. ჩაალაგეთ ქილაში და დაასხით მომზადებული სითხე. ქილა კარგად დახუფეთ და გაახვიეთ ტილოში, რომ სითბო შეინარჩუნოს. სრული გაციების შემდეგ ქილა ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ