Загрузка...

უგემრიელესი კონსერვი ზამთვრისათვის - დაჭრილი პამიდორი ხახვით - თითებს ჩაიკვნეტთ


გიზიარებთ რეცეპტს, რომელიც ზამთარში აუცილებლად გასიამოვნებთ. ეს არის პამიდვრის კონსერვი ხახვით. რა არის განსაკუთრებული ამ რეცეპტში? მთელი საიდუმლო მის გემოშია, ზამთარში, როდესაც ნამდვილი პამიდვრის გემო თითქმის ყველას მივიწყებული აქვს და არც მაღაზიებში იყიდება, თქვენ გექნებათ არაჩვეულებრივი კონსერვი, რომლითაც თითებს ჩაიკვნეტთ. :)
იტვირთება...
loading...

ინგრედიენტები
500 ml-იანი ქილისათვის:
  • ~ 300 გრ. პომიდორი
  • 1 პატარა თავი ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 პატარა კონა კამა
  • 1-2 ალუბლის ფოთოლი
  • 1-2 მოცხარის, ან მაყვლის ფოთოლი
  • 1/2 დაფნის ფოთოლი
  • 3-4 მარცვალი შავი წიწაკა
  • 1-2 ტკბილი წიწაკა
მარინადი (4 ცალი 500 ml-იანი ქილისათვის)
  • 1 ლ. წყალი
  • 1 ს/კ მარილი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 50 ml ძმარი (9%)
მომზადება:
დაჭერით პამიდორი საშუალო ნაჭრებად, ზომის მიხედვით, ან შუაზე გაჭერით, ან ოთხად. გარეცხეთ ხახვი და ნიორი. ხახვი დაჭერით დაახლოებით 5 მმ სისქის რგოლებად. გამდინარე წყალზე გარეცხეთ მწვანილებიც.

ქილები და ხუფები კარგად გარეცხეთ, გაასტერილეთ და გაამშრალეთ წინასწარვე. ხახცვის რგოლები ჩააწყეთ ქილების ძირში. ხახვზე დაალაგეთ ალუბლის ფოთლები, კამა, ნიორი, მოცხარის ფოთლები, დაფნის ფოთოლი, ორივე სახის წიწაკა.

გემოვნების შესაბამისად, შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი სუნელი ამ მწვანილი. ამ ყველაფრის შემდეგ ვაყწობთ დაჭრილ პამიდორს. შემდეგ კიდევ ერთი ფენა ხახვი და ზევიდან ისევ პამიდორი.

შემდეგ ვამზადებთ მარინადს. ჩაასხით ქვაბში წყალი, დაუმატეთ მარილი, შაქარი და დაადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ დუღილამდე. დარწმუნდით იმაში, რომ შაქარი და მარილი ბოლომდე გახსნილია. გამორთეთ ცეცხლი და დაუმატეთ ძმარი.
ჩაასხით ცხელი მარინადი ქილებში (სადაც უკვე ჩააწყეთ სხვა ინგრედიენტები). დაახურეთ გასტერილებული ხუფები, მაგრამ არ მოხუფოთ ჯერ. ჩააფინეთ სათანადო ზომის ქვაბში ტილო. ჩაასხით ცხელი წყალი (ქილების ნახევარზე ოდნავ მაღლა რომ მისწვდეს).

ადუღეთ დაბალ ცეცხლზე: ნახევარ ლიტრიანი ქილები 7-8 წუთი, 1 ლიტრიანი ქილები კი 15 წუთი.
დუღილის შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ ქილები და მოხუფეთ მჭიდროდ. ამოაბრუნეთ, შემოახვიეთ ტილო, ან ნაჭერი და დააცადეთ გაგრილება.

და ჩვენი კონსერვიც მზადაა! - აბა, რა უნდა იყოს ზამთარში ამაზე გემრიელი? სუფრაზე ყველას გააოცებთ.
გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...
რედაქტორი გირჩევთ