Загрузка...

ცხელი შოკოლადი ცივი ზამთრისთვის - 10 ორიგინალური რეცეპტი


წლის ცივ სეზონზე ყველას სახლის სითბო და კომფორტი სურს. ამაში კი გემრიელი და არომატული ცხელი შოკოლადი დაგეხმარებათ.იცით, რომ ცხელი შოკოლადის უამრავი რეცეპტი არსებობს? ცხარე, ნაზი, არომატული და მჟავე - თავად აირჩიეთ, რომელიც მოგწონთ.

1. ცხელი შოკოლადი კარამელითინგრედიენტები:3 ს/კ კარამელის სოუსი150 გრ რძიანი შოკოლადი1 ჭიქა რძე¼ ჭიქა ცხიმიანი ნაღები
მომზადება:1. რძე გააცხელეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ.2. შოკოლადი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.3. ნაღები და კარამელის სოუსი დაუმატეთ. გაზიდან გადმოდგით.4. მზა სასმელი ჭიქაში ჩაასხით და ზემოდან ათქვეფილი ნაღებით, გახეხილი შოკოლადით ან დარიჩინის ჩხირებით მორთეთ.

2. ცხელი შოკოლადი არაქისითინგრედიენტები:1 ჭიქა რძე120 გრ რძიანი შოკოლადი½ ჭიქა ცხიმიანი ნაღები½ ჭიქა არაქისის ზეთი (არაქისის პასტა)
იტვირთება...
loading...
მომზადება:1. რძე გააცხელეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ.2. შოკოლადი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.3. ნაღები დაასხით და ცოტა არაქისის ზეთი ან პასტა დაუმატეთ.4. ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ და გაზიდან გადმოდგით.5. ჭიქაში გადაასხით. სურვილის მიხედვით გახეხილი შოკოლადით მორთეთ.

3. ცხელი შოკოლადი ქოქოსი-ვანილითინგრედიენტები:1 ჭიქა ვანილის ან ჩვეულებრივი რძე1 ს/კ კაკაოს ფხვნილივანილის შაქრის პაკეტი ან რამდენიმე წვეთი ვანილის ესენცია2 ჩ/კ ქოქოსის შაქარი
მომზადება:1. რძე გააცხელეთ, კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.2. ქოქოსის და ვანილის შაქარი დაუმატეთ და აურიეთ.3. მზა სასმელი ჭიქებში ჩაასხით, ზემოდან ქოქოსის ფანტელები ან გახეხილი შოკოლადი მოაყარეთ.

4. ცხელი შოკოლადი ფორთოხლითინგრედიენტები:1 ჭიქა რძე60 გრ შავი შოკოლადი½ ს/კ შაქარი½ ს/კ გახეხილი ფორთოხლის ცედრა
მომზადება:1. რძე გააცხელეთ, შოკოლადი დაუმატეთ.2. შაქარი და ფორთოხლის ცედრა დაუმატეთ.3. შაქრის და შოკოლადის გადნობამდე ხარშეთ.4. მზა სასმელი ჭიქებში გადაანაწილეთ და ფორთოხლის ნაჭრით გააფორმეთ.

5. ცხელი შოკოლადი ყავითინგრედიენტები:1 ჭიქა რძე1 ჩ/კ ხსნადი ყავა¼ ჩ/კ დაფქულ დარიჩინი60 გრ რძიანი ან შავი შოკოლადი
მომზადება:1. რძე გააცხელეთ.2. შოკოლადი, დარიჩინი, ხსნადი ყავა დაუმატეთ და ყველაფერი აურიეთ.3. მზა სასმელი მარშმელოუთი მორთეთ.

6. ცხელი შოკოლადი „ნუტელითინგრედიენტები:მწიკვი მარილი1 ჭიქა რძე1 ს/კკ კაკაოს ფხვნილი2 ს/კ ნუტელა (Nutella)
მომზადება:1. რძე გააცხელეთ.2. კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ და რძეში გახსენით.3. ნუტელა ან ნებისმიერი შოკოლადის პასტა და მარილი დაუმატეთ.4. შოკოლადის გადნობამდე ხარშეთ.5. სასმელები ჭიქებში გადაანაწილეთ.

7. ცხელი შოკოლადი პიტნითინგრედიენტები:1 ჩ/კ პიტნა1 ჭიქა რძე50 გრ რძიანი შოკოლადიპიტნის ახალი ფოთლები სურვილის მიხედვით
მომზადება:1. რძის და შოკოლადის ნარევი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, მუდმივად აურიეთ, სანამ შოკოლადი ბოლომდე არ გადნება.2. მზა სასმელს პიტნის ფოთლები სურვილის მიხედვით დაუმატეთ.

8. ცხელი შოკოლადი ირლანდიურადინგრედიენტები:50 გრ რძიანი შოკოლადი1 ჭიქა რძე60 გრ ლიქიორი Baileys Irish Cream
მომზადება:1. რძე გააცხეთ, შოკოლადი დააუმატეთ. გადნობამდე აურიეთ.2. მზა სასმელი ბოთლში დიდ ჭიქაში ჩაასხით, მარშმელოუთი ან ათქვეფილი ნაღებით მორთეთ.

9. ცხარე ცხელი შოკოლადი მექსიკურადინგრედიენტები:150 გრ შავი შოკოლადი1 ჭიქა რძე¼ ჩ/კ დაფქული დარიჩინიმწიკვი ჩილის წიწაკამომზადება:1. რძე გააცხელეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ.2. შავი მწარე შოკოლადი დაუმატეთ და სრულ გადნობამდე აურიეთ.3. დაფქული დარიჩინი და ჩილის წიწაკა დაუმატეთ.4. ჭიქებში ჩაასხით და დარიჩინის ჩხირებით მორთეთ.

10. ცხელი შოკოლადი ჟოლოთიინგრედიენტები:1 ჭიქა რძე50 გრ რძიანი შოკოლადი1 ჩ/კ კაკაოს ფხვნილი1 ს/კ ჟოლოს ჯემი ან სიროფი
მომზადება:1. რძე გააცხელეთ.2. კაკაოს ფხვნილი რძეში აურიეთ.3. შოკოლადი და ჟოლოს ჯემი ან სიროფი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

გემრიელად მიირთვით! სტატიის გაზიარება არ დაგავიწყდეთ მეგობრებისთვისაც!
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ