Загрузка...

ისპანახი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!


ისპანახი - ორსახლიანი, ერთ- ან ორწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. შუა აზიაში, ირანსა და კავკასიაში ცნობილია 3 სახეობა. ყველაზე გავრცელებულია ბოსტნის ისპანახი (Spinacia oleracea). ისპანახის ღერო 25-50 სმ აღწევს, აქვს სამკუთხა-შუბისებური ან კვერცხისებრ წაგრძელებული სადა ან გოფრირებული ფოთოლი. კარგად იტანს სიცივეს (უძლებს 8-10 °C ყინვას), სწრაფად იზრდება. ისპანახის სამშობლოა ირანი, კულტურულ მცენარედ აშენებენ ზომიერი ჰავის ქვეყნებში. იყენებენ კულინარიაში. საქართველოში ისპანახს იყენებენ აგრეთვე შემამჭიდროვებელ კულტურად ბოსტნის თესლბრუნვაში. გავრცელებული ჯიშებია როსტოვული, ვიროფლე, გორდი და ვიქტორია.
იტვირთება...
loading...

რა სარგებლობა მოაქვს ისპანახს თქვენი ორგანიზმისთვის? რომელ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს? თუ გაინტერესებთ, მაშინ ამომწურავ პასუხს დღევანდელ სტატიაში მიიღებთ!ისპანახი მდიდარია რკინით, სხვა ფოთლოვანი მცენარებიისგან განსხვავებით, უფრო მეტ პროტეინს შეიცავს. არის წნევის მარეგულირებელი და ასევე სისხლის შედედების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა. ბეტაკაროტინის შემცლელობა კანის დაბერებას ანელებს, თვალის დაავადებების რისკსაც ამცირებს. პროფესორების მიერ დამტკიცებულია, რომ ისპანახი კარგად მუშაობს კუჭის სიმსივნის წინააღმდეგაც. ეს მცენარე აძლიერებს იმუნურ სისტემას!ისპანახის შემადგენლობა: 

წყალი, ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, ბოჭკოვანა, სახამებელი, შაქარი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია, სპილენძი, მარგანეცი, სელენი… ვიტამინები: A, B1, B2, B4, B5, B6, B7 B9, C, E, К, PP.

კვების რაციონში დიდი რაოდენობით ისპანახის ჩართვა აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, ზრდის სისხლძარღვთა დაზიანებისადმი ტვინის წინააღმდეგობის უნარს. ისპანახი "მუხტავს" მეხსიერებას და თავიდან გვაცილებს დაბერებით გამოწვეულ ჩავარდნას ნერვული სისტემის მუშაობაში. ისპანახი შეიცავს ლუთეინს, რომელიც ტვინის უჯრედებს დაშლისგან იცავს. 

ისპანახის უარყოფითი თვისებები:
რეალურად ისპანახს უარყოფითი თვისება არ გააჩნია, უბრალოდ არ უნდა მიირთვათ გადაჭარბებული ოდენობით, როგორც სხვა სასარგებლო პროდუქტი, რათა კუჭი არ გაღიზიანდეს!

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...
რედაქტორი გირჩევთ