Загрузка...

მედიკოსებმა თევზის ყველაზე სასარგებლო სახეობები დაასახელეს (+ თევზის 6 კლიარის და ნივრის სოუსის რეცეპტები)


ომეგა–3-ის შემცველობის მიხედვით, სუპერმარკეტებში და სხვა სავაჭრო ქსელებში, გაყიდვაში არსებულ თევზს შორის, ლიდერი ჩრდილოეთის ორაგულია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სასარგებლო ოკეანის თევზია, ხოლო სპეციალურ ფერმებში გაზრდილი თევზი ხარისხი, ამ მხრივ, უფრო დაბალია – მიზეზი კი, კომბინირებული საკვები და ხელოვნური გარემო არის. ექსპერტების თქმით, ხელოვნურ წყალსაცავში გამოზრდილ ორაგულზე უფრო მეტად სასარგებლო, ორაგულისებრთა ოჯახში შემავალი თევზის სხვა სახეობებია, რომლებსაც ხელოვნურად არ ამრავლებენ და ველურ ბუნებაში იჭერენ. მათ შორის: ჩავიჩა, კეტა, ღურწკანა, ნერკა და კიჟუჩი. დასახელებული თევზების გარდა, ომეგა–3 ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო წყარო, შედარებით იაფიანი თევზი შეიძლება იყოს: მაგ., კონსერვირებული სარდინი, ცხიმოვანი მჟავებით ასევე მდიდარია ქაშაყი, ანჩოუსი (ქაფშია) და ცქიმურა.
იტვირთება...
loading...
თევზმა მეტი სარგებელი რომ მოგვიტანოს, ის ახლად დაჭერილი, ან ახლად გაყინული უნდა იყოს, ხოლო თევზის კერძებს შორის, ყველაზე სასარგებლო, ღუმელში გამომცხვარი თევზია.

6 რეცეპტი გემრიელი თევზის კერძის მოსამზადებლად


1. თევზი ყველის კლიარით
ინგრედიენტები:
თევზის ფილე – 200 გრ. 
მაიონეზი – 3 ს. კ. 
კვერცხი – 4 ცალი 
ყველი (მაგარი) – 100 გრ.
მარილი და პილპილი – გემოვნებით
ზეთი – შესაწავად

მომზადება: შეურიეთ ერთმანეთს კვერცხი და მაიონეზი > დაუმატეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველი > ყველაფერი კარგად შეირიეთ > დაამატეთ მარილი და პილპილი (თუ თხელი გამოვა, ცოტა ფქვილი დაამატეთ) > დაჭერით და კლიარში ამოავლეთ თევზის ნაჭრები > შეწვით ზეთში.

2. თევზი კარტოფილის კლიარით
ინგრედიენტები:
კარტოფილი – 3 ცალი 
კვერცხი – 1 ცალი
ფქვილი – 2 ს. კ.
მარილი – გემოვნებით 
ზეთი – შესაწავად

მომზადება: გაასუფთავეთ კარტოფილი და გახეხეთ მსხვილ სახეხზე > დაამატეთ კვერცხი, ფქვილი და მარილი > დაჭერით თევზის ფილე პატარა ნაჭრებად > ამოავლეთ კლიარში > შეწვით ზეთში ორივე გვერდიდან.

3. შემწვარი თევზი რძის კლარით
ინგრედიენტები:
თევზის ფილე – 1, 5 კგ.
რძე – 400 მლ.
კვერცხი – 6 ცალი
მარილი – გემოვნებით
ზეთი – შესაწავად

მომზადება: გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული > ათქვიფეთ ცილა მარილთან ერთად, აქაფებამდე (თასის გადმობრუნებისას, ცილა არ უნდა გაინძრეს) > ოდნავ შეათბეთ რძე > დაუმატეთ კვერცხის გული, ქვილი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს > ფრთხილად შეურიეთ ათქვეფილი ცილა > დაჭერით დევზი, ამოავლეთ კლიარში და შეწვით ზეთში.

4. ლუდის კლიარით გამომცხვარი თევზი
ინგრედიენტები:
თევზის ფილე – 500 გრ.
ფქვილი – 100 გრ.
კვერცხი – 1 ცალი 
ლუდი (ღია) – 150 მლ.
ზეთი – 2 ს. კ. (+ ზეთი შესაწვავად)

მომზადება: ფქვილი გაცერით და დაამატეთ კვერცხის ცილა > დაამატეთ ლუდი და ზეთი (ნუ შეგეშინდებათ, თუ კლიარი თხევადი გამოვა) > დაჭერით თევზი ნაჭრებად, ამოავლეთ კლიარში და შეწვით ზეთში.

5. წითელი თევზი ჩინური კლიარით
ინგრედიენტები:
წითელი თევზის ფილე – 500 გრ. 
კვერცხი – 1 ცალი
სიმინდის სახამებელი – 2 ს. კ.
მარილი – გემოვნებით
ზეთი – შესაწავად

მომზადება: ათქვიფეთ კვერცხი კარგად, დაამატეთ სახამებელი და მარილი > დაჭერით თევზი ნაჭრებად > ამოავლეთ კლიარში > შეწვით მაღალ ცეცხლზე ორივე გვერდიდან.

6. თევზი ცილის კლიარით
ინგრედიენტები:
კვერცხის ცილა – 4 ცალი
მარილი – გემოვნებით 
ფქვილი – 3 ს. კ. 
წყალი – 1 ჩ. კ.
ზეთი – შესაწავად

მომზადებაათქვიფეთ კვერცხის ცილა მარილთან ერთად > დაამატეთ ფქვილი, წყალი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს > ამოავლეთ კლიარში თევზის ნაჭრები > შეწვით ზეთში. 
ეს კლიარი ყველაზია ნაზია აქ წარმოდგენილ კლიარის რეცეპტებს შორის.
ნებისმიერი კლიარით მომზადებულ თევზთან ერთად, სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ ნივრის სოუსი, რომელიც შემდეგნაორად მზადდება: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს მაიონეზი და არაჟანი (150 – 150 მლ.) > დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი (2 კბილი), მწვანილი (კამა და ოხრახუში), მსხვილ სახეხზე გახეხილი კიტრის მწნილი (2 ცალი), მარილი და პილპილი (გემოვნებით) > ყველაფერი კარგად შეირიეთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ