Загрузка...

საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც ხორცს უფრო რბილს ხდის


ძალიან ხშირად საჭიროა, რომ ხორცს სინაზე მივანიჭოთ! როგორ გავაკეთოთ ისე, რომ უხეში ღორის ან ძროხის ხორცის ნაჭერი უფრო რბილი და გემრიელი გახდეს? დღეს საიდუმლო ინგრედიენტს გაგიზიარებთ.
არსებობს რიგი პროდუქტები, რომელთაც ხორცის დარბილება შეუძლიათ.

ხახვი
ხახვს და ხახვის წვენს ვერცერთი ხორცის კერძი გვერდს ვერ აუვლის. შეგიძლიათ ხახვი ნახევარ რგოლებად, წვრილად დაჭრათ, გაატარო ან გახეხოთ, შემდეგ ხორცს 1:1 პროპორციით აურიოთ და რამდენიმე საათით ზეწოლის ქვეშ დატოვეთ.
იტვირთება...
loading...

მდოგვი
ეს პროდუქტი ხორცის შესანიშნავი კომპანიონია! მდოგვი ფხვნილის ან თხევადი სოუსის სახით არა მხოლოდ ხორცის ბოჭკოებს დაარბილებს, არამედ მას პიკანტურ გემოს და მსუბუქ სიცხარეს შემატებს. უბრალოდ მთელი ხორცის ნაჭერი მდოგვში ამოავლეთ ან იმწამსვე მცირე პორციებად დაჭერით, 15-20 წუთით გააჩერეთ, შემდეგ შეწვით ან ღუმელში გამოაცხვეთ.ალკოჰოლი
მშრალი ღვინო (წითელი ან თეთრი), ღვინო, არაყი. ხორცი ღვინოში წინასწარ დაალბეთ, ხოლო არაყი (დაახლოებით 50 გრ) უკვე მზა შემწვარს ან რაგუს დაუმატეთ. ლუდი შესანიშნავი ვარიანტია მოსათუშად.
ალკოჰოლი თერმული დამუშავების დროს სრულად აორთქლდება.

ლიმონის, ბროწეულის, ანანასის წვენი
ყველა ეს წვენი შესანიშნავად არბილებს, თუმცა ასეთ მარინადში დიდხანს არ გააჩეროთ, რომ რეზინა არ გამოგივიდეთ.

მარილწყალი
კომბოსტოს ან კიტრის მარილწყალი შესანიშნავი ვარიანტია, კერძს პიკანტურ გემოს მატებს და მარილი საჭირო აღარ არის!

მინერალური წყალი
ეს გამოცდილი მეთოდია დასარბილებლად, ამასთან სჯობს სამკურნალო-პროფილაქტიკური შეარჩიოთ.სახამებელი
წყალში სახამებელი გახსენით და მასში ხორცი ჩაალბეთ - გასაოცარ შედეგს მიიღებთ! წვნიანი ხორცის ნაჭერი ხრაშუნა ქერქით გარანტირებული გექნებათ.

კეფირი
რძისმჟავა პროდუქტი ნებისმიერ სანელებელს აურიეთ და ამ ნარევში ხორცი რამდენიმე საათით გააჩერეთ.

სოიოს სოუსი
ხორცი სოიოს სოუსში 1-1, 5 საათით გააჩერეთ, ასე ხორცი გაჯერებულ მუქ ფერს და ძალიან კარგ გემოს მიიღებს.
კიდევ ერთი მომენტი ნებისმიერი ხორცის მოსამზადებლად: ხორცი წინასწარ არავითარ შემთხვევაში არ დაამარილოთ! მარილი მისგან მთელ წვენს გამოიღებს.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ