Загрузка...

ექსპრესს ხორცი: ნებისმიერ ხორცს 5 წუთში ვამზადებთ


ამ რეცეპტით ნებისმიერი ხორცი შეგიძლიათ 5 წუთში მოამზადოთ. ის ძალიან გემრიელი და წვნიანი იქნება.
იტვირთება...
loading...

პროდუქტები:
  • 2 ქათმის კვერცხი
  • 1 ს/კ მდოგვი
  • 1 ს/კ სახამებელი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ სანელებლების ნარევი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 2 ჩ/კ სეზამი
  • 500 გრ ხორცი

როგორ მოვამზადოთ ექსპრესს ხორცი:
1. მოამზადეთ მოსასხმელი. კვერცხი, სახამებელი, მდოგვი, მარილი და სანელებელი ერთმანეთს აურიეთ. საყვარელი სანელებლები დაუმატეთ. მდოგვი ნებისმიერი სახის შეგიძლიათ აიღოთ. ესეც ასე, მოსასხმელი მზადაა.
2. ხორცი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით და მოსასხმელში აურიეთ. შემდეგ მაცივარში შეინახეთ. სასურველია, მთელი ღამე გააჩეროთ.
3. მთელი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ხორცი ასეთ მდგომარეობაში შეგიძლიათ რამდენიმე დღე შეინახოთ. როცა სადილის ან ვახშმის მომზადება დაგჭირდებათ, მხოლოდ ხორცის შეწვაღა იქნება საჭირო.
4. ცხიმწასმულ ტაფაზე ხორცის ნაჭრები ორივე მხრიდან შეწვით და სეზამი მოაყარეთ. ხორცი ძალიან სწრაფად იწვება. როგორც კი შეიბრაწება, ე.ი. მზადაა!
გემრიელად მიირთვით!
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ