Загрузка...

რა იწვევს ქალთა ფრიგიდულობას (ანორგაზმია)?


სექსუალური დისფუნქცია აღინიშნება როგორც მამაკაცებში, ისე ქალბატონებში. ის ხშირად ხდება წყვილებს შორის განხეთქილებისა და დაშორების მიზეზი. მისი გამოწვევა სხვადასხვა ფაქტორს შეუძლია.
იტვირთება...
loading...
სექსუალური დისფუნქცია ქალების დაახლოებით 43%-ში და მამაკაცების 31%-ში აღინიშნება. ამის მიუხედავად, ადამიანების უმრავლესობა პრობლემაზე საუბარს გაურბის და ხშირად ექიმთანაც არ განიხილავს მას.
რა იწვევს სექსუალურ დისფუნქციას ქალებში?
სექსუალური დისფუნქციის გამომწვევი მიზეზები იყოფა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებად. ფიზიკურ პრობლემებს მიეკუთვნება ზოგიერთი ფიზიკური მდგომარეობა ან დაავადება, მაგალითად დიაბეტი, გულის პრობლემები, ნევროლოგიური დაავადებები, ჰორომალური დისბალანსი და ა.შ. ზოგიერთმა ანტიდეპრესანტმა ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს სექსულური დისფუნქციის განვითარებას.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ პრობლემებს, აქ აღსანიშნავია დაღლილობა, სტრესი, მღელვარება, შფოთვა, დეპრესია, სექსუალური ტრავმა და სხვა ნებსიმიერი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია ფსიქიკასთან.როგორ მოქმედებს სექსუალური დისფუნქცია ქალებზე?
პირველ რიგში მცირდება სექსუალური ლტოლვა, სექსის სურვილი.
ქალს არ შეუძლია ან ძალიან უჭირს იყოს სექსუალურად აგზნებული.
ვერ განიცდის სექსუალური აქტის დროს ორგაზმს (აორგაზმია).
მისთვის მტკივნეული ხდება სექსუალური აქტი (ინტერკურსი).
როგორ ხდება სექსუალური დისფუნქციის მკურნალობა?
ეს საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს ტერაპევტის, ექიმისა და ქალის თანაბარ ჩართულობას.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...
რედაქტორი გირჩევთ