Загрузка...

თუ თქვენს ბავშვს ეს სიმტომები ხშირად აწუხებს, მაშინ...


!!!თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები თქვენს შვილს ხშირად აწუხებს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!!!
წარმოგიდგენთ იმ ადრეულ ნიშნებსა და სიმპტომებს, რომელიც ლეიკემიის დროს ვლინდება. ლეიკემია პირველ ადგილზეა ბავშვთა ასაკში გავრცელებული სიმსივნეებიდან და ის ხშირად ისეთი სიმპტომებით მიმდინარეობს, რომელიც მშობლისთვის შეუმჩნეველი რჩება. ეს სიმპტომებია:
იტვირთება...
loading...

ანემია - მდგომარეობა რომლის დროსაც არ ხდება სისხლის წითელი უჯრედების სათანადო რაოდენობით წარმოქმნა. მისი გამოწვევა ყველაზე ხშირად რკინისა და B12 ვიტამინის ნაკლებობით ხდება. ანემიას ახასიათებს დაღლილობა, ფერმკრთალი კანი, კიდურების მუდმივად დაბალი ტემპერატურა, გულმავიწყობა და უენერგიობა.
ინფექციები - ხშირი ავადმყოფობა ვირუსული თუ სხვა ინფექციური დაავადებებით. ლეიკემიის დროს ბავშვებში მოჭარბებულია სისხლის თეთრი უჯრედები, თუმცა ისინი სწორად ვერ ფუნქციონირებენ და ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ უმთავრესს ფუნქციას - ორგანიზმის დაცვას და სწორ იმუნურ რეაქციას. ხშირი ავადმყოფობა და განმეორებითი ინფექციები ექიმისთვის ერთ-ერთი ინდიკატორია რომ სისხლის თეთრი უჯრედები არ ფუნქციონირებს შესაბამისად.
სისხლდენა ან კანზე ჩალურჯებები - ხშირი სისხლდენა ღრძილებიდან და ცხვირიდან, კანზე დიდი ხნის მანძილზე დარჩენილი ჩალურჯებული არეები ლეიკემიის ერთ-ერთი ადრეული სიმპტომია. ამ ტიპის სიმსივნის დროს ბავშვებს არ აქვთ შესაბამისი რაოდენობის თრომბოციტები, რომელიც აჩერებს სისხდენას.

სახსრების ან ძვლების ტკივილი - თუ ბავშვი ხშირად საუბრობს ძლვებისა და სახსრების ტკივილზე, ახასიათებს კიდურების შესიება, ეს შეიძლება ლეიკემიაზე მიუთითებდეს. ლეიკემიის დროს სისხლის უჯრედები გროვდება სახსრებში ან ძვლების ზედაპირზე, რაც იწვევს ტკივილსა და შესიებას.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ