Загрузка...

რა არის გულის უკმარისობა და რა უნდა ვიცოდეთ მასზე?


გარკვეულ ასაკამდე ადამიანი სათანადო ყურადღებას არ აქცევს თავის ჯანმრთელობას. გვგონია, რომ ახალგაზრდობა თავისთავად ჯანმრთელობის გარანტიაცაა. გულის უკმარისობა კი ის ვერაგი დაავადებაა, რომელიც როგორც 20, ისე 60 წლის ასაკში შეიძლება გამოუვლინდეს ადამიანს.
მოდი, გავერკვეთ, რა არის გულის უკმარისობა და როგორ ამოვიცნოთ მისი სიმპტომები:

1.რა არის გულის უკმარისობა

გულის უკმარისობა-ესაა დაავადება, როდესად გული განაგრძობს მუშაობას, მაგრამ მისი მუშაობის ეფექტურობა ძალიან ქვეითდება.შედეგად, ფერხდება სისხლის ნორმალური მიმოქცევა და ჩვენი ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს ვეღარ იღებს.
იტვირთება...
loading...
თუ ზომებს დროულად არ მივიღებთ, ეს დაავადება უფრო და უფრო მოახდენს გავლენას გულის მუშაობაზე( გულის ფორმაც კი შეიცვლება). გულის უკმარისობის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მისი გაკონტროლება სავსებით შესაძლებელია.

2. რა სიმპტომებით იჩენს თავს

ძირითადი, გავრცელებული სიმპტომებია:
ქოშინი, სულისხუთვა-რომელიც თავს იჩენს როგორც ფიზიკური დატვირთვისას, ისე მოსვენებულ მდგომარეობაში
დაღლილობა-რომელიც კარგად დასვენების და გამოძინების მერეც კი არ გტოვებთ და განსაკუთრებით ძლიერდცება ფიზიკური დატვირთისას, კიბეზე ასვლისას და ა.შ.ფეხების შეშუპება-დილაობით მსუბუქადაა შეშუპებული და ძლიერდება დღის ბოლოსთვის.

სხვა სიმპტომები:

ხველის ხანგრძლივი შეტევა, რომელიც ღამე ძლიერდება. ხრინწიანი სუნთქვა.
შეშუპება მუცლის არეში
უმადობა
წონის მკვეთრი ცვლილება( სწრაფად მომატება ან დაკლება)
თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა
გულის რიტმის დარღვევა
თუ ჩამოთვლილთაგან ერთი სიმპტომი მაინც გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

3.გამომწვევი მიზეზები

გულის უკმარისობის განვითარების რისკი უფრო მაღალია 60 წლის ზემოთ, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლოა უფრო ადრეც განვითარდეს გარკვეულ მიზეზთა გამო. ასეთია მიზეზებია:
გულის იშემიური დაავადება
მაღალი არტერიული წნევა
გულის შეტევა
კარდიომიოპათია
ნარკოტიკული თუ ალკოჰოლური დამოკიდებულება
ინფექციური დაავადებები
გულის თანდაყოლილი მანკი
ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელების დაავადებები
დიაბეტი
სიმსუქნე

3.როგორ დავიცვათ თავი

ისწავლეთ გამოძინება და მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს
იკვებეთ ჯანსაღად: მოერიდეთ ცხიმიანს, ტკბილეულს, მარილიანს
დაკავდით სპორტით, ივარჯიშეთ
გამორიცხეთ ალკოჰოლი და თამბაქო
ჩართეთ რაციონში მეტი ხილი და ბოსტნეული, მარცვლეული, კაკალი
და ბოლოს- აკონტროლეთ სიმპტომები!
იმ შემთხვევაშიც კი, თუ გულის უკმარისობა თანდაყოლილია, მკურნალობის, სწორად შერჩეული დიეტის და სპეციალური ვარჯიშების მეშვეობით სიმპტომების გამოვლინებას შეამცირებთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ