Загрузка...

ციროზი - როგორ მოვიქცეთ ციროზის დიაგნოზის დროს?


ციროზი არის ღვიძლის სერიოზული დეგენერაციული დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება ღვიძლის ჯანსაღი უჯრედები. როგორც წესი, ამის მიზეზია ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება ან ჰეპატიტები. დაზიანებული უჯრედების ადგილას ყალიბდება ნაწიბური, რის გამოც ღვიძლი უწინდებურად ვეღარ ფუნქციონირებს.
იტვირთება...
loading...

ეს არის შეუქცევადი პროცესი, რომლის განკურნებაც არ ხდება. ექიმები ციროზის დიაგნოზის დასმის შემდეგ ზრუნავენ იმაზე, რომ არ გართულდეს (დამძიმდეს) ღვიძლის მდგომარეობა და ციროზმა არ გამოიწვიოს სხვა გართულებები. მკურნალობის დანიშვნამდე, ექიმი აუცილებლად დააზუსტებს გამომწვევ მიზეზს და შესაბამისად იმოქმედებს.

ღვიძლის უმთავრესი ფუნქციაა ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილი ტოქსინების გამოდევნა. მათი მოხვედრა სხვადასხვაგვარად ხდება - საკვებიდან, სასმლიდან, დაბუნძურებული გარემოდან და სხვ. ციროზის დროს პირველ რიგში მთლიანად იზღუდება ალკოჰოლის მიღება, მით უმეტეს, თუ ალკოჰოლიზმითაა ის გამოწვეული.

თუ ციროზის მიზეზია რომელიმე ჰეპატიტი, მაშინ ინიშნება ანტივირუსული პრეპარატები და ხდება ვირუსის განადგურება. ანიტვირუსულ პრეპარატებს თავისი გვერდითი მოვლენები აქვს და მათი შერჩევაც ინდივიდუალურად ხდება ჰეპატიტის ტიპის მიხედვით.

გარდა ზემოთ მოხსენიებული ყველაზე გავრცელებული მიზეზებისა, ციროზი შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის გაცხიმოვნებამ ან აუტოიმუნურმა დაავადებამ. ღვიძლის გაცხიმოვნება შეიძლება ისეთ ადამიანსაც აღენიშნებოდეს, ვისაც არ აწუხებს სიმსუქნე ან ჭარბი წონა.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ