Загрузка...

მენინგიტის სიმპტომები-ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს


ბაქტერიული მენინგიტი იშვიათი, მაგრამ სახიფათო დაავადებაა. მისი წარმატებული მკურნალობა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დიაგნოზის დასმა.
მენინგოკოკური ინფექცია ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება. ყველაზე ხშირად კი ბავშვები და ახალგაზრდები ავადდებიან.
იტვირთება...
loading...
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა დაავადების შესახებ? ყველაზე მთავარია, იცოდნენ ამ დაავადების სიმპტომები და ნუ დაელოდებიან, სანამ ყველა სიმპტომი გამოვლინდება, ეს შესაძლოა არც მოხდეს.
ერთ-ერთ სიმპტომს შეამჩნევთ თუ არა, მაშინვე სასწრაფო გამოიძახეთ.
მენინგიტის სიმპტომები:
1. მაღალი ტემპერატურა, თუმცა ხელები და ფეხები ცივია.
2. არ იღებს საკვებს, გული ერევა.
3. ბავშვი შფოთავს, ადგილს ვერ პოულობს, არ სურს, რომ ჩაეხუტნონ ან ხელში აიყვანონ.
4. ღებინება, რომელიც საჭმლის მიღებით არაა გამოწვეული და შვებაც არ მოაქვს.
5. გახშირებული სუნთქვა.
6. ფერმკრთალი კანი, გამონაყარი, რომელიც ვარსკვლავური სახისაა და წითელი შეფერილობა აქვს.
7. არადამახასიათებელი ტირილი, კვნესა, ბოდვა.
8. კეფის კუნთების მომატებული ტონუსი. ბავშვი ვერ ახერხებს ნიკაპის მკერდთან მიტანას, რადგან კუნთები დაჭიმულია.
9. კრუნჩხვები
10. ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი.
რა არის ვარსკვლავისებური წითელი გამონაყარი?
ცნება “ვარსკვლავისებრი" ხშირად აბნევს მშობლებს. ხშირად, მათ ჰგონიათ, რომ გამონაყარს მართლაც ვარსკვლავის ფორმა უნდა ჰქონდეს. თუმცა გამონაყარს უსწორმასწორო ფორმა აქვს, ზომა 1-2 მმ-დან რამდენიმე სანტიმეტრამდე. გამონაყარის დამახასიათებელი ნიშანი: გამონაყარი მდებარეობს კანის უბანზე, რომელიც თითქოს გასქელებულია და ზომით უფრო დიდია, ვიდრე თავად გამონაყარი.
ახალი ელემენტების გაჩენა დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული და შესაძლოა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდეც კი გაგრძელდეს.
ზოგჯერ შესაძლოა ვარდიფერი გამონაყარიც გაჩნდეს ლაქების სახით. ესეც მშობლების შეშფოთების საბაბი უნდა გახდეს. გამონაყარის პირველი ელემენტები მუცელს ქვემოთ და ფეხებზე ჩნდება, თუმცა სხეულის სხვადასხვა ნაწილებზეც შეიძლება იჩინოს თავი.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ