Загрузка...

ხართ თუ არა რისკ-ჯგუფში?-გაიგეთ, გემუქრებათ თუ არა ინფარქტი



მემკვიდრეობა და ცხოვრების წესი-აი, მთავარი ფაქტორები, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე ახდენენ გავლენას. თუმცა, არსებობს კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომელთაც, ერთი შეხედვით, ვერანაირად ვერ დაუკავშირებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემას. არადა, ამ ფაქტორებს შეუძლიათ ინფარქტიც კი გამოიწვიონ. შეამოწმეთ, ხომ არ შედიხართ რისკ-ჯგუფში და ყურადღებით მოეკიდეთ თქვენი გულის მუშაობას.

1. მენსტრუაცია 12 წლამდე დაგეწყოთ

იტვირთება...
loading...
ნაადრევი სქესობრივი მომწიფება გოგონებში გულის დაავადებების განვითარების რისკს ზრდის.
როგორც ცოტა ხნის წინ აშშ-ის გულის ინსტიტუტმა დაადასტურა, ქალები, რომელთა სქესობრივი მომწიფებაც 12 წლამდე მოხდა, 10 %-ით უფრო ხშირად იტანჯებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ვიდრე მათი “დაგვიანებული" თანატოლები.
ექიმების აზრით, ასეთი კავშირი შესაძლოა ესტროგენის შედარებით მომატებულ დონესთან იყოს დაკავშირებული, რომელიც თრომბისა და ინსულტის განვითარების რისკს ზრდის.

2. სვამთ გასახდომ აბებს
პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ეს აბები არ მოქმედებენ და კურსის დამთავრების შემდეგ წონის ძველ ნიშნულზე იქნებით. და მეორეც- ასეთი აბების უმრავლესობა უარყოფითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. ისინი ზრდიან სისხლის წნევას და გულის რიტმს. თავისთავად, ზედმეტი წონაც გულის დაავადებებს იწვევს, მაგრამ გირჩევთ, რომ მას ტრადიციული მეთოდებით ებრძოლოთ და არა მედიკამენტოზურით.

3. ხშირად ავადმყოფობთ გრიპით
New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული გამოკვლევების შედეგები მოწმობენ: გადატანილი გრიპი გულის დაავადებების რისკს 6-ჯერ ზრდის დაავადების გადატანიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში.
ამიტომ, გრიპის დროს და გამოჯანმრთელების შემდეგაც თქვენი გულის მუშაობას ყურადღებით უნდა მოეკიდოთ და რაიმე სიმპტომის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ.

4. მარტოხელა ხართ
სხვადასხვა კვლევების თანახმად, სიმარტოვე და სოციალური იზოლაცია გულის დაავადებების რისკს 30%-ით ზრდის. საბედნიეროდ, ამ პრობლემასთან გამკლავება ადვილია:იყოლიეთ შინაური ცხოველი, უკეთესია ძაღლი.

5. რთული ფეხმძიმობა გქონდათ
ფეხმძიმობა და მშობიარობა თავისთავად გულის დატვირთვას იწვევს. მაგრამ, თუ თქვენს ფეხმძიმობას დიაბეტი, პრეკლამპსია ან მაღალი არტერიული წნევებიც ახლდა, იმის შანსი, რომ მომავალში გულის დაავადება განვითარდება-მნიშვნელოვნად იმატებს.

6. დეპრესია გქონდათ
გადატანილი დეპრესია არამარტო ზრდის გულის დაავადებების რისკს, არამედ თქვენი სიკვდილის რისკს აორმაგებს, ზოგადად.
ექიმები ვარაუდობენ, რომ ყველაფრის თავი და თავი სტრესის ჰორმონი კორტიზოლია, რომელიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს გულის მუშაობაზე.
გარდა ამისა, ადამიანები დეპრესიის დროს იწყებენ ალკოჰოლოს, სიგარეტის ბოროტად მოხმარებას და ცხოვრების პასიურ წესს მისდევენ, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...
რედაქტორი გირჩევთ