Загрузка...

გაყინული ლიმონი დაგიცავთ სიმსუქნის, სიმსივნისა და დიაბეტის განვითარებისგან


ლიმონს ძირითადად კანის (ცედრა) გამო ყინავენ. გალღვობის შემდეგ ცედრა რბილი ხდება და მისი მოხმარება საკვებად უფრო მოსახერხებელია.
ისევე როგორც ბევრ სხვა ხილში, ლიმონის კანში თავმოყრილია მკვებავი ნივთიერებების ძალიან დიდი რაოდენობა, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის მოწესრიგებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას. ის ასევე შეიცავს ანტიმიკრობულ, ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო ნივთიერებებს. ლიმონის რეგულარული მოხმარება ორგანიზმში პოზიტიურ ცვლილებებს იწვევს.სასარგებლო თვისებები:
იტვირთება...
loading...
– ამცირებს ინსულტის რისკს;
– სიმსივნის პროფილაქტიკა;
– აძლიერებს იმუნურ სისტემას;
– ანთების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
– ანტიბაქტერიული ეფექტი;
– ასთმის სიმპტომების შემსუბუქება;
– ებრძვის დეპრესიას;
– ასუფთავებს თირკმელებს და ღვიძლს.

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ლიმონის ცედრა ეფექტურად ებრძვის ათზე მეტ სხვადასხვა სახეობის სიმსივნის განვითარებას. ამიტომაც მედიკოსები გვირჩევენ ჩავრთათ ის რაციონში და ხშირად მივიღოთ. უბრალოდ დაუმატეთ გაყინული ლიმონი კაიანად თქვენს სმუსს და მიიღეთ არაჩვეულებივი სამკურნალო–პროფილაქტიკური ეფექტი სასმელისგან!

მომზადების წესი:
1. გარეცხეთ ლიმონი გამდინარე ცივ წყალში და გააშრეთ.
2. ჩადეთ ერთი წუთი ვაშლის ძმარში დეზინფექციისთვის.
3. მოათავსეთ საყინულეში 12 საათის მანძილზე (ღამით).
4. დილით, გახეხეთ გაყინული ლიმონი – კანი, რბილობი და კურკა.
5. მიღებული მასა მოათავსეთ ყინულის კუბიკების მოსამზადებელ ფორმაში და შეინახეთ საყინულეში.

გამოიყენეთ გაყინული ლიმონის კუბიკები ყოველთვის, როცა კი გაგახსენდებათ – მიიღეთ სიამოვნება ამ სასარგებლო და ამავდროულად გემრიელი სამკურნალო პროდუქტისგან!
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ