Загрузка...

ყველაზე გამაოგნებელი და ჯოჯოხეთური დაავადება – უცხოპლანეტელის ხელის სინდრომი


ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ჰორორის ჟანრის შესანიშნავი მხატვრული ფილმი "უცხო." ამ ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟია საზიზღარი უცხოპლანეტელი, რომელსაც სისხლის ნაცვლად აქვს უძლიერესი მჟავა, გააჩნია ინტელექტი, მტაცებლის გასაოცარი ინსტინქტები, გამაოგნებელი სიცოცხლისუნარიანობა და მარტოდმარტოს შეუძლია, გაანადგუროს უზარმაზარი კოსმოსური ხომალდის მთელი ეკიპაჟი.

ეს უცხოპლანეტელი იმითაც გამოირჩევა, რომ მსხვერპლს ხშირად ყელში ავლებს ხელს, სანამ საკუთარი კვერცხებიდან გამოსულ, მორიელის მსგავს მონსტრებს წაუყვანდეს ან მოკლავდეს.
იტვირთება...
loading...

სწორედ ამ კოსმოსიდან მოვლენილი პერსონაჟის და საზარელი არსების მიერ თავზარდაცემული და გაოგნებული მსხვერპლისთვის ყელში ხელის წავლება ჰგავს იმ დაავადებას, რომელზეც ახლა გვექნება საუბარი და რომელსაც უცხოპლანეტელის ხელის სინდრომი ჰქვია.

ეს დაავადება იმით გამოირჩევა, რომ მისი მატარებელი ადამიანის ხელი... ცდილობს იმავე ადამიანის დახრჩობას, ვისაც ის ეკუთვნის.
წარმოიდგინეთ, თქვენივე საკუთარი ხელი თქვენს დახრჩობას რომ ცდილობდეს და თქვენ არაფერი არ შეგეძლოთ მის შესაჩერებლად.
თქვენი ხელი ყელში გიჭერთ, თქვენ სულ უფრო ნაკლებ ჰაერს ყლაპავთ, ბოლოს კი იგუდებით.

არის შემთხვევები, როცა "უცხოპლანეტელის ხელი" არამარტო ყელში უჭერს და ახრჩობს ამ ხელის "მფლობელს, " არამედ მოულოდნელად თითსაც წაატაკებს თვალში და თვალს გარეთ გადმოადგებინებს ხოლმე.

დანას რომ მისწვდეს და ადამიანს საძილე არტერია გადაუსეროს, ესეც არის შესაძლებელი.
უცხოპლანეტელის ხელის სინდრომი შეიძლება რამდენიმე კვირას, თვეობით ან სულაც, წლობითაც კი გაგრძელდეს ან მანამდე, სანამ ადამიანს არ იმსხვერპლებს.

მისი წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს სიმსივნე თავის ტვინში, სხვა ავთვისებიანი სიმსივნის (მაგ. ფილტვის ან მკერდის კიბოს ან სულაც, მელანომას) მეტასტაზები, ტრავმა თავის არეში, ინფექცია ან ინსულტიც კი.

ეს დაავადება პირველად გერმანელმა ნევროლოგმა, კურტ გოლდშტაინმა აღწერა 1908 წელს.
1972 წელს სახელი შეურჩიეს.
სამედიცინო ლექსიკონებში არის აღწერილი შემთხვევები, როცა "უცხოპლანეტელის ხელი" ცდილობდა, ადამიანისთვის საშუალება არ მიეცა... საჭმელი ეჭამა.
"უცხოპლანეტელის ხელი" ხანდახან ძილშიც იწყებს მოქმედებას და ადამიანის გაგუდვას.
მაგრამ ყველაზე საშინელი რაც არის, ეს დაავადება არანაირ მკურნალობას არ ექვემდებარება.
თანამედროვე მედიცინა უძლურია მის წინაშე.

მედიცინის განვითარების თანამედროვე ეტაპზე არ არსებობს თერაპიის არავითარი მეთოდი ან მედიკამენტი "უცხოპლანეტელის ხელის" წინააღმდეგ.
ის დროთა განმავლობაში ან თავისით გაგივლის, ან... დაგახრჩობს.
ხოლო მანამდე ხელი მუდმივად ჯაჭვით უნდა გქონდეს მიბმულ-მიერთებული სადმე, რომელიმე მყარ ზედაპირზე.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ