loading...

აშშ-ში არტერიული წნევის ახალი ნორმები დაადგინეს! აი, რამდენზე მაღალი არ უნდა იყოს


თერაპევტთან ყოველი ვიზიტის დროს წნევას აუცილებლად გისინჯავენ. ის, როგორც წესი, მაღალია, არა? რა უნდა ითქვას - თქვენს ასაკში და ცხოვრების წესის მიხედვით!
ექიმთან მომავალ კონსულტანციას შიშით ელოდებით - იქნება, ახლა წნევა ყველა აზრიან და აზრს მოკლებულ ნორმებს აჭარბებს.
Загрузка...
თქვენ პანიკის საფუძველი გაქვთ, რადგან ექიმები რამდენიმე წელში ერთხელ ჰიპერტონიის განმსაზღვრელ ახალ კრიტერიუმებს აქვეყნებენ. ცოტა ხნის წინ ამერიკის კარდიოლოგიის ასოციაციამ არტერიული წნევის ნორმები შეცვალა.
ყველაფერი იმიტომ, რომ ქვეყანაში ჰიპერტონიკების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა: მამაკაცებს შორის 3-ჯერ, ხოლო ქალებში 2-ჯერ. მათგან უმეტესობა საშუალო ასაკისაა (45 წლამდე).

ადრე კრიტიკულად 140/90-ზე და უფრო მაღალი წნევა ითვლებოდა. ხოლო ქვემოთ მოცემული მაჩვენებელი ექიმებსა და პაციენტებში საფრთხის შეგრძნებას არ იწვევდა და მედიკამენტების მიღებაც შესაბამისად არ ხდებოდა.
ახლა აშშ-ში ნორმალურ არტერიულ წნევად 120/80-ზე დაბალი წნევა ითვლება. ამ ნიშნულზე მაღლა უკვე მაღალ წნევად ითვლება.

აი, არტერიული წნევის ახალი ნორმის დეტალური გაშიფვრა:
ნორმალური: 120/80 და უფრო ქვემოთ;
გაზრდილი: სისტოლიური 120-დან 129-მდე და დიასტოლიური 80-ზე დაბალი;
ჰიპერტონია (პირველი სტადია): სისტოლიური 130-დან 139-მდე და დიასტოლიური 80-დან 89-მდე;
ჰიპერტონია (მეორე სტადია): სისტოლიური 140 და უფრო მაღალი, დიასტოლიური 90-ზე მაღალი;
ჰიპერტონიული კრიზისი: სისტოლიური 180-ზე მაღალი და დიასტოლიური 120-ზე მაღალი;
ასეთი ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ინფარქტის და ინსულტის, რომლებიც სიკვდილის ყველაზე მთავარ მიზეზებს წარმოადგენენ, შემთხვევის შესამცირებლად არის მიღებული.

130/80 წნევის მატარებელ ადამიანებს ექიმები ურჩევენ:

  • დაუყონებლივ მკურნალ ექიმს მიმართონ;
  • წნევა მუდმივად აკონტროლონ;
  • ცხოვრების წესი შეცვალონ;
  • მავნე ჩვევებზე უარი თქვან;
  • მარილის ჭარბი მოხმარება შეწყვიტონ;
  • წონაში დაიკლონ;

პ.ს. ექიმების რჩევა აუცილებლად გაითვალისწინეთ!
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...