loading...

როგორ გამოვდევნოთ ტოქსინები მარტივად მსხვილი ნაწლავიდან


ალბათ გინდათ რომ 9 კილოგრამამდე დაიკლოთ საპირფარეშოში მხოლოდ ერთი შესვლით. სასაცილოდ ჟღერს, თუმცა ეს შესაძლებელია, რადგან თქვენს მსხვილ ნაწლავში, სწორედ ამ წონის და რაოდენობის ტოქსინები და ნარჩენები შეიძლება იყოს - ამბობს ექიმი David Wolfe.

ეს მხოლოდ ზედმეტი წონა კი არა, გაცილებით მეტია. დაგროვილი ტოქსინები ხელს უშლის მსხვილ ნაწლავს თავისი ფუნქციის შესრულებაში - შეიწოვოს ნუტრიენტები და გამოყოს ექსკრეტული ნარჩენები. ისინი ასევე უარყოფითად მოქმედებენ ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიაზე და ზოგჯერ წონაში ძნელად კლებაც, სწორედ ამ მიზეზის გამო შეიძლება იყოს - ტოქსინები მსხვილ ნაწლავში.
Загрузка...
შეგიძლიათ მარტივად მოიშოროთ ეს ტოქსინები და ამაში 8 პროდუქტი დაგეხმარებათ.

1. სვით ბევრი წყალი.
ბევრი ადამიანი განიცდის დეჰიდრატაციას, რაც ნაწლავების ბლოკირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ხდება. წყალი საჭიროა ნაწლავებიდან ნარჩენების გასასუფთავებლად, ამიტომ უნდა სვათ იმაზე მეტი, ვიდრე სვამთ ან წარმოგიდგენიათ. მიღებული წყლის რაოდენობამ დღეში მინიმუმ 2 ლიტრს უნდა შეადგინოს.

2. ნაწლავის გაწმენდა ქლიავის წვენით.
ქლიავის წვენი დიდი რაოდენობით შეიცავს ბოჭკოებს, ამიტომ ის ერთ-ერთი უნივერსალური გამწმენდია თქვენი მსხვილი ნაწლავისთვის. ჭამამდე და ჭამის შემდეგ მიირთვით 225 მლ ქლიავის წვენი.

3. მიიღეთ ბოჭკოების შემცველი პროდუქტები.
ბოჭკოების ერთადერთი წყარო ქლიავი როდია, მას შეიცავს ასევე ავოკადო, ცირცველი და სხვა მარცვლეული, ლეღვი, ქოქოსი, ბრიუსელის კომბოსტო. 19-დან 50-წლამდე ასაკის ქალებმა დღეში 25 გრამი ბოჭკოვანი პროდუქტები უნდა მიიღონ, ამავე ასაკი მამაკაცებმა კი 38 გრამი. 50 წლის შემდეგ ქალებმა უნდა მიიღონ 21 გრამი, ხოლო მამაკაცებმა 30 გრამი.

4. სვით ლიმონის წვენი რეგულარულად.
ლიმონის წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით С ვიტამინს და აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები.
კვლევების მიხედვით, ძალიან სასარგებლოა თქვენი მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელობისთვის. ლიმონი ასევე დააჩქარებს მეტაბოლიზმს და გაზრდის ნარჩენების მოცილების ეფექტურობას.
რეკომენდებულია, რომ ყოველ დილა თბილი ლიმნიანი წყალი დალიოთ უზმოზე.

5. გამოიყენეთ პრობიოტიკები.
პრობიოტიკები ჯანმრთელი და სასარგებლო ბაქტერიაა. ისინი არეგულირებენ ცუდ, ტოქსიკურ ბაქტეირებს, რომლებიც ხელს უშლიან თქვენს ნაწლავს ფუნქციონირებაში.
როგორც წესი, ორგანიზმს საკმარისი პრობიოტიკები აქვს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, მაგალითად ანტიბიოტიკის მიღების შედეგად შეიძლება ისინი დაიხოცოს. ამიტომ მიირთვით პროდუქტები, რომლებიც მდიდარია პრობიოტიკებით - იოგურტი, კეფირი, ზღვის კომბოსტო, შავი შოკოლადი, მჟავე კიტრი.6. დაამატეთ სელის თესლი ყველა პროდუქტს.
სელის თესლი განსაკუთრებით უხდება შვრიის ფაფას, სხვა მარცვლეულსა და იოგურტს. სელის თესლი შეიცავს ომეგა3-ს, ცხიმოვან მჟავებს, ბოჭკოს, რაც ეხმარება მსხვილ ნაწლავს გასუფთავებაში.
100 გრამი სელის თესლი 27 გრამ ბოჭკოს შეიცავს, ამიტომ ყურადღებით მიირთვით, რადგან დოზის გადაჭარბება გამოიწვევს დიარეას.

7. გაიწმინდეთ მსხვილი ნაწლავი ვაშლის ძმრით.
ვაშლის ძმარი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობს პრობიოტიკების ზრდას და მომრავლებას. 1 ჭიქა თბილ წყალს შეურიეთ 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და 2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი, შეანჯღრიეთ და მიირთვით.
მიიღეთ ეს სასმელი ყველა დილა მანამ, სანამ შედეგს არ მიიღებთ.8. სვით კოჭას ჩაი. (იმბირი, ჯინჯერი, კოჭა)
იმბირი შიგნიდან ათბობს ორგანიზმს, რაც ხელს უწყობს ნაწლავების მოძრაობის დეფეკაციას. ამიტომ სვით ჩაის სახით.

კოჭას ჩაის რეცეპტი: 2 ჩაის კოვზი ახლადგახეხილი კოჭა; 1/4 ჩაის კოვზი კურკუმა (რაც შეამცირებს შებერილობას და ხელს შეუშლის შეკრულობას); 5 ჭიქა წყალი. ყველაფერი წყალთან ერთად მოათავსეთ თასში, მიიყვანეთ ადუღებამდე და ამის შემდეგ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ. გაციების შემდეგ შეგიძლიათ თაფლი დაამატოთ გემოვნების მიხედვით.

გაფრთხილება: თუ ორსულად ხართ, მსგავსი ნარევის მიღებამდე კონულტაცია გაიარეთ თქვენს გინეკოლოგთან.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...