loading...

10 სიმპტომი, რომლებიც ფილტვის პრობლემებზე მიუთითებს


ფილტვებში ნერვული დაბოლოებები არაა, ამიტომ ისინი არ გვტკივა და ფილტვის პრობლემები ხშირად ისეთი სიმპტომებით ვლინდება, რომელთაც ერთი შეხედვით, ფილტვებსაც ვერ დავუკავშირებთ.
ეს სიმპტომები ფილტვების პრობლემებზე მიუთითებს, ყურადღებით გაეცანით სტატიას და მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს:

1.წონაში მატებაწონაში უმიზეზო მატება, რომელსაც თან ახლავს დაღლილობა, ქოშინი, გაძნელებული სუნთქვა - სასუნთქი სისტემის დაავადებაზე მიუთითებს. წონაში მატებას კი ფილტვებში წყლის ჩადგომა იწვევს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
Загрузка...

2.წონის დაკარგვაწონის უმიზეზო დაკარგვა ძალიან საშიში სიმპტომია. მისი მიზეზი შესაძლოა ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადებაც იყოს. თუ ანთება ძლიერია, ფილტვები მოცულობაში იმატებს და თითქმის კუჭს ეხება, რაც ჭამის დროს დისკომფორტს და მადის დაკარგვას იწვევს.

3.ფეხების შეშუპებაგამუდმებით შეშუპებული ფეხები და ტერფები შესაძლოა ფილტვების პრობლემას უკავშირდებოდეს. ჟანგბადის ნაკლებობა სისხლის მიმოქცევის და ლიმფურ სისტემაზე ახდენს გავლენას და სითხის ცირკულაციას ანელებს. ეს სითხის გამოყოფას უშლის ხელს და შედეგად შეშუპება ვითარდება.

4.უმიზეზო და ხნგრძლივი ქოშინითუ სუნთქვის დარღვევა უმნიშვნელო დატვირთვის დროს ხდება და დიდი ხნის განმავლობაში არ წესრიგდება, მიმართეთ ექიმს. უმიზეზო ქოშინი-გულისა და ფილტვების დაავადებების გავრცელებული სიმპტომია.

5.ტუჩებისა და ფრჩხილების ფერის შეცვლათუ ტუჩები და ფრჩხილები გილურჯდებათ, ეს უკვე საგანგაშო სიმპტომია. ეს სისხლში ჟანგბადის ნაკლებობითაა გამოწვეული, რაც ფილტვების პრობლემაზე მიუთითებს.

6.გამუდმებული დაღლილობაფილტვების პრობლემების დროს დაღლილობა სწრაფად ვითარდება. სისხლში ჟანგბადის ნაკლებობა მთელ ორგანიზმზე აისახება.

7.მხრების ტკივილიფილტვების ზოგიერთი დაავადება მხრის ნერვებზე ახდენს გავლენას და ტკივილს იწვევს. თუ მხარი უმიზეზოდ გტკივათ, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ. მიმართეთ ექიმს.

8.ქრონიკული ხველა
თუ ხველა 8 კვირაა მიმდინარეობს, ის უკვე ქრონიკულად ითვლება და ექიმს უნდა მიმართოთ. თუ სისველე ახასიათებს და ღამით გაღვიძებთ, კიდევ უფრო სერიოზული მიზეზია, რომ ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ.

9.ძილის პრობლემახშირი გამოღვიძება, რომელსაც წყვეტილი სუნთქვა ახლავს თან, ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემის შედეგი შეიძლება იყოს. თუ ხველა ხშირად გაღვიძებთ და წამოჯდომისას თავს უფრო კარგად გრძნობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

10.დილაობით თავის ტკივილითუ დილაობით ხშირად გაღვიძებთ თავის ტკივილი, შესაძლოა ესეც ფილტვებს უკავშირდებოდეს, რადგან ფილტვის პრობლემების დროს ჟანგბადის ჩასუნთქვა და ნახშირორჟანგის ამოსუნთქვა გაძნელებულია. სწორედ ამიტომ, სისხლში ნაკლები ჟანგბადი და მომატებული ნახშირორჟანგი თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ხდება.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...