loading...

ეს ბოსტნეული მოგაშორებთ ნაღველკენჭოვან დაავადებას, განკურნავს ართრიტს, ართროზს, რევმატიზმს, პოდაგრას და არა მხოლოდ! გაიგეთ რეცეპტი!


შავი ბოლოკი - პატარა წითელი ბოლოკის და არის. მისთვის დამახასიათებელია მძაფრი სუნი და გემო, რომელიც მადას ასტიმულირებს. ხალხურ მედიცინაში ღვიძლის და ნაღვლკენჭოვანიდაავადების პრობლემის დროს, ასევე ზამთარში ინფექციების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.
ძველად ბოლოკის სამკურნალო თვისებების შესახებ კარგად იცოდნენ და მას სასუნთქი გზების, ბრონქიტის, ხველების და ფილტვების ტუბერკულოზის სამკურნალოდ, ასევე შეკრულობის დროს იყენებდნენ.
Загрузка...
ბოლოკი ქალებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზმს მინერალებით და გამაახალგაზრდავებელი ფერმენტებით ავსებს.
ბოლოკის, სტაფილოს და ჭარხლის წვენის კოქტეილი სისხლის ხარისხს აუმჯობესებს და ორგანიზმს წმენდს.

როგორ და რატომ უნდა გამოვიყენოთ შავი ბოლოკი?
თქვენ შეგიძლიათ ნედლი სახით გახეხილი ბოლოკი ნებისმიერ მცენარეულ ზეთთან და ლიმონის წვენთან არეული სალათის სახით მიირთვათ. მარილი არ დაუმატოთ, რადგან მარილთან კონტაქტის შემდეგ ძალიან მავნებელი გახდება.
შეგიძლიათ თაფლთან ერთად მიირთვათ. დაგეხმარებათ შეკრულობის, კუჭის პრობლემების, ცუდი მადის, ღვიძლის პრობლემების, სახეზე სხვადასხვა ლაქის და აკნეს დროს.
მუცლის შებერილობას მოგიხსნით და შარდვის დროს დაგეხმარებათ, ამიტომ თირკმლის და შარდსასქესო გზების დაავადების დროს გამოიყენება, განსაკუთრებით ქვების საწინააღმდეგოდ. ამისთვის დილით, უზმოზე შავი ბოლოკის წვენი ( 1 ს/კ 50-100 მლ წყალში გახსნილი) უნდა დალიოთ.
შავი ბოლოკი ნატრიუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ვიტამინებს და სხვა ინგრედიენტებს შეიცავს, რომლებიც მის გემოს და სუნს უზრუნველყოფს.

წვენი
სამკურნალოდ მხოლოდ ახალდაწურული წვენი უნდა გამოიყენოთ. 4-5 დღის განმავლობაში დღეში 100-150 გრ წვენი დალიეთ, მიღება რამდენიმე ნაწილად დაყავით (6-8 ნაწილად). შემდეგ 2-3 დღიანი შესვენება გააკეთეთ. თქვენ მკურნალობის პროცესი უნდა გააგრძელოთ ხანგრძლივი დროით, რომ შავი ბოლოკის მოქმედება იგრძნოთ.
ხალხურ მედიცინაში წერია, რომ ახალდაწურული წვენი ნევრალგიისა და წელის ტკივილის დროს უებარია. მკურნალობის ეფექტი საკმაოდ სწრაფია. წვენს შეგიძლიათ ცოტა თბილი რძე დაუმატოთ.

სიროფი
სიროფის მოსამზადებლად, ბოლოკი დაჭერით ან გახეხეთ, შაქრით ან თაფლით დაფარეთ და 4 საათით დააყენეთ, შემდეგ კი სიროფი დააგროვეთ. ზრდასრულებმა 2-3 ს/კ მიიღეთ და ბავშვებში 1 ჩ/კ ყოველ საათში.
ასევე შეგიძლიათ 1 ს/კ ყოველ საათში მიიღოთ ასთმის და ყელის, ფილტვების ლორწოვანის მოსაშორებლად.
თქვენ მხოლოდ ახალი ბოლოკი უნდა გამოიყენოთ, რადგან შენახვის დროს სამკურნალო თვისებებს კარგავს.

თესლი
ბოლოკის თესლს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ფაფის სახით მას კანზე სოკოს საწინააღმდეგოდ იყენებენ.

ართრიტი, ართროზი, რევმატიზმი და პოდაგრა
შავი ბოლოკის ფესვები კანიანად გახეხეთ. მაღალ ხარისხიანი თეთრი ღვინო დაასხით და 14 დღე დააყენეთ. ყოველდღე შეანჯღრიეთ. ქაღალდში ფილტრში გაწურეთ და კარგად დახურულ ბოთლში შეინახეთ. ყოველ უზმოზე 1 ჩ/კ დალიეთ. მკურნალობა 20 დღე გრძელდება. გამეორება 3 თვის შემდეგ შეგიძლიათ.

ნაღვლკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ
ბოლოკი ხშირად არ უნდა გამოიყენოთ, მაგრამ მისი გამოყენება ინფექციების დროს შეგიძლიათ.
ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მუშაობის დარღვევის დროს შავი ბოლოკის წვენით თერაპია ნაღვლის გამომუშავებას აჩქარებს, ქვებს შლის და მუშაობას არეგულირებს. ის შეკრულობას ამცირებს. სანამ მის გამოყენებას შეეცდებით, ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.
შავი ბოლოკის წვენი უზმოზე ორი თვის განმავლობაში მიიღეთ. პირველ დღეს 1 ს/კ, მეორე დღეს - 2, მესამე დღეს - 3. მეოთხე დღეს - 4, შემდეგ მოაკელით, სანამ კვლავ 1 ს/კ-მდე არ ჩამოხვალთ. გამეორება მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ შეგიძლიათ.

გაფრთხილება: ამ თერაპიამ ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში მისი მიღება უნდა შეწყვიტოთ. ასევე კუჭის ანთების დროს მისი მიღება რეკომენდებული არაა.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი


loading...