loading...
რატომ აქვს ზოგიერთს ყურზე ამგვარი ხვრელი და რა საფრთხეს შეიცავს იგი - დააკვირდით!
ჯანმრთელობა 08-Jan, 22:46 199
0
ყურისწინა (პრეაურიკულარული) ფისტულა - გრძელი ვიწრო არხი, რომელიც იხსნება, ძირითადად ყურის ნიჟარასთან, წარმოიშობა მუცლადყოფნის დროს და დაკავშირებულია ნაყოფის განვითარებისა და ყურის ფორმირების ანომალიებთან.
ძალიან ხშირად დაავადებას გენეტიკური საფუძველი აქვს. ანომალიის მატარებელ ზოგიერთ ადამიანს ტკივილი და დისკომფორტი წლების მანძილზე არ გამოუვლინდება. სხვებს კი გამუდმებით სტანჯავს აღნიშნული ვიწრო არხის ანთება.ანთებითი პროცესი პირდაპირ კავშირშია არხის შიგნით ჩირქოვანი მასის წარმოქმნასთან. თუ ჩირქს გარეთ გამოსვლის შესაძლებლობა არა აქვს, წარმოიქმნება საცობი, რომელსაც თან ახლავს ფისტულის არეში ტკივილი. უფრო ხშირად ამ პროცესს თან სდევს ტემპერატურის მატება.ამ შემთხვევაში, აუცილებელი ხდება ქირურგიულ ჩარევა. აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რომელიც შესაბამის ადგილს ოდნავ გაჭრის და ჩირქის გარეთ გამოსვლას უზრუნველყოფს. ამ პროცედურის წყალობით, ანთება რამდენიმე დღეში შემცირდება, არხი გაიწმინდება და ფისტულა თავისთავად დაიხურება.ასევე შესაძლოა მოხდეს ფისტულის რეციდიული ანთება - როცა არხი ფისტულის დახურვამდე ვერ მოასწრებს საკმარისად გაწმენდას. ამ შემთხვევაში გაწმენდის ხელახალი პროცედურის ჩატარებაა საჭირო.
თუ ყურისიწნა ფისტულა არსებობს, მაგრამ არ გაწუხებთ, მკურნალობაც საჭირო არ არის.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...