loading...
გაფრთხილდით! ეს დაავადება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვრცელდება - იცოდეთ, როგორ დაიცვათ თავი!
ჯანმრთელობა 08-Jan, 22:43 595
0
ჩვენს დროში ქალაქის ცხოვრება განსაკუთრებით დაძაბულია და ბევრ საფრთხეს შეიცავს, მათ შორის არის ინფექციები. წელიწადის ცივ დროში ნებრისმიერი, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უხდება, სხვადასხვა დაავადებების, განსაკუთრებით მწვავე რესპირატორული დაავადებების, იშვიათად კი ტუბერკულოზის საფრთხის ქვეშ დგება.
არის თუ არა ეს მართლა ისეთი საშიში, როგორც ამაზე ყველგან საუბრობენ და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დაავადების მსხვერპლი არ გავხდეთ?

ინფექციები

საზოგადოებრივ ტრანსპორტში რაიმე ინფექციით დაავადების შიში ყველას აქვს, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, რომლებიც ტრანსპორტის ამ სახეობას იშვიათად იყენებენ. ეპიდემიის დროს ეს გრძნობა მწვავდება. თუმცა საშიში დაავადებების უმრავლესობით ჩვეულებრივ ავტობუსში ვერ დაავადდებით. თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ბაქტერიას არა აქვს ამ პირობებში სიცოცხლის უნარი.
მაგალითად, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩაჯდომით ვერ დაავადდებით ყბადაღებული ებოლას ვირუსით, ამისათვის საჭიროა ავადმყოფის მიერ გამოყოფილ სითხეებთან შეხება. ანალოგიური სიტუაციაა აივ ინფექციებისა და იმ ბაქტერიების შემთხვევაშიც, რომლებიც იწვევს ისეთ მძიმე დაავადებებს, როგორიცაა, მაგალითად, ნეკროზული ფასტიტი.აღსანიშნავია, რომ ადამინებს, რომლებიც ყოველდღიურად მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გამოოუმუშავდებათ იმუნიტეტი ბევრი ინფექციური დაავადების მიმართ. თუმცა გრიპის სულ ახალ-ახალი ვირუსები არსებობს და რისკი იმისა, რომ რომელიმე მათგანი შეგეყაროთ, ნამდვილად რეალურია. 

ასევე არსებობს რისკი იმისა, რომ კანის დაავადებები გადაგედოთ, რადგან ასეთ ადგილზე სივიწროვეში ჯდომას და ადამიანთან მჭიდრო კონტაქტს თავიდან ვერ აიცილებთ. მუნი, ჰერპესი, ტრიქოფიტია და სხვა უსიამოვნებები ადვილად შეიძლება ადამინიდან ადამიანზე გადავიდეს. ასე რომ, არ ღირს საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინფექციების იგნორირება. აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა.
როგორ დავიცვათ თავი საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინფექციებისგან

1. თუ თავისუფალი ადგილი იმ ადამიანის გვერდით არის, რომელიც აქტიურად ახველებს ან აცემინებს, უმჯობესია არ დაჯდეთ მის გვერდით და ფეხზე დადგეთ, თან რაც შეიძლება მოშორებით, რადგან ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

2. ხელების დაბანა და სპირტიანი ხელსახოცების გამოყენება საკმაოდ კარგი მეთოდია ტრანსპორტში არსებული ინფექციებისგან თავდასაცავად. სამწუხაროდ, ამას ბევრი არ იყენებს.

3. რჩევა მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისთვის: ცხელ ამინდში დაჯექით კაბაზე და არა უშუალოდ სკამზე. ცხადია, რაიმე სასიკვდილო საფრთხე მასზე არ არის, მაგრამ მიკროფლორა კი შეიძლება დაგერღვეთ.

4. თუ ავად ხართ, იფიქრეთ სხვებზეც და დარჩით სახლში, მაგრამ თუ აუცილებლად გჭირდებათ სადმე წასვლა, გამოიყენეთ მარლის პირბადე.

5. ინფექციების სეზონზე კარგი პროფილაქტიკაა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოფნის შემდეგ ცხვირის გამორეცხვა. საქმე ის არის, რომ ვირუსები, მაგალითად, მწვავე რესპირატორული დაავადებების გამომწვევი, ორგანიზმში უმეტეს შემთხვევაში ცხვირის ლორწოვანის გზით ხვდება.

6. ყოველთვის ატარეთ ჩანთაში ანტიბაქტერიული საშუალება - იგი ნებისმიერ სუპერმარკეტსა თუ აფთიაქში იყიდება. არასოდეს იცი, რა დაგხვდებათ ტრანსპორტის სახელურებზე. თუ ტრანსპორტიდან გამოსვლისას სახეზე შეხებამდე ხელს აღნიშნული საშუალებით გაიწმენდთ, რესპირატორული დაავადების "აკიდების" რისკი 20%-მდე შემცირდება, ხოლო კუჭ-ნაწლავის დაავადებების "შეყრის" რისკი 30%-მდე დავა. და საერთოდ, ეცადეთ არასოდეს შეეხოთ სახეს ხელით მანამ, სანამ ამ უკანასკნელს წინასწარ არ დაიბანთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...