loading...
7 ყოველდღიური საკვები, რომლებიც გაციებასა და გრიპს ახანგრძლივებს - უარი თქვით მათზე!
ჯანმრთელობა 08-Jan, 22:32 456
0
ჩვეულებრივ, კარგად ვიცით, რომ თუ გავცივდით ან გრიპი შეგვეყარა, უნდა დავრჩეთ სახლში, დავწვეთ და დავლიოთ რაც შეიძლება მეტი სითხე. მაგრამ წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ ჩვეულებრივი პროდუქტები, რომლებსაც ყოველდღიურად მივირთმევთ, ზემოაღნიშნულ დაავადებებს უფრო ახანგრძლივებს და განკურნებაში ხელს გვიშლის. ამიტომ, თუ გაცივებამ ხელი დაგრიათ, არც ხველება გასვენებთ და სურდოც გაწუხებთ, დაეხმარეთ თქვენს ორგანიზმს და უარი თქვით ზოგიერთ პროდუქტზე. დიეტოლოგებისა და მეცნიერების მიერ წარმოდგენილი, რესპირატორული დაავადებების ანტიდამხმარე პროდუქტების რეიტინგში ბევრი ისეთი პროდუქტი შედის, რომელიც ჩვეულებრივ ძალიან სასარგებლოა, მაგრამ აღნიშნული ავადმყოფობის დროს მათზე უმჯობესია უარი ვთქვათ.

1. თხილეული
დიახ, თხილეულში სასარგებლო თვისებები ძალიან ბევრია. მაგრამ კალორიებიც არანაკლებია, ზედმეტი კალორიები კი ავადმყოფი ორგანიზმისთვის საჭირო არ არის. თხილეულში საკმაო რაოდენობით ცხიმიცაა, რის გამოც ორგანზმის მიერ მათი ათვისება ძნელად ხდება.

ამას გარდა, თხილს შეუძლია გააღიზიანოს და გამოაშროს ყელი, ამიტომ მისი მიღება არ არის რეკომენდებული ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს.

2. უმი ხილი და ბოსტნეულიგაგიკვირდათ? გაციების დროს ხომ ყოველთვის ვცდილობთ დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი მივიღოთ. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს რეკომენდებულია დაავადების დასაწყისში და დასასრულს, როცა ორგანიზმს სჭირდება ვიტამინებისა და მინერალების დანაკლისის აღდგენა. მაგრამ თუ ტემპერატურა დიდხანს გრძელდება, ორგანიზმს ჭამა აღარ უნდა და ნაწლავების მოქმედებაც ნელდება. ბოსტნეულისა და ხილის ბოჭკოვანა კი ძნელად ასათვისებელია. ამიტომ ბოსტნეული უმჯობესია ამ დროს მოვამზადოთ ორთქლზე ან მოვთუშოთ, რათა ბოჭკოვანა დარბილდეს. ასევე შეიძლება ღუმელში შევწვათ ვაშლიც - ამით მისი სარგებელი არ შემცირდება, ნაწლავისთვის კი ადვილი გადასამუშავებელი გახდება.

ფორთოხლის, ლიმნისა და მანდარინის შემადგენლობაში არსებული მჟავები არა მხოლოდ ისედაც ავადმყოფ ყელს აღიზიანებს, არამედ ასევე ქმნიან მჟავა გარემოს, რომელშიც ბაქტერიები უკეთ მრავლდება. ამიტომ, გაციების დროს, რეკომენდებულია ტუტე მინერალური წყლის დალევა, რათა ყელის ლორწოვანიდან მოაშოროს არასასურველი "სტუმრები". მჟავე ხილი კი გამოჯანმრთელების შემდეგ მიირთვით.

3. ალკოჰოლი და ყავაგაციების დროს ალბათ ხშირად მოგისმენიათ რჩევა "გადაჰკარი 100 გრამი და გაგივლისო". დიახ, ამან შეიძლება მართლა გიშველოთ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ორგანიმში ბაქტერიები შეიჭრნენ. აი, ვირუსულ დაავადებებს კი ალკოჰოლი ნამდვიალდ ვერ უშველის! ხოლო თუ შუა გაციების დროს "100 გრამიანებით" მკურნალობას დაიწყებთ, ამით საქმეს უფრო გაართულებთ: ალკოჰოლი ანელებს ორგანიზმის რეაქციას, ასუსტებს იმუნიტეტს და, ამავდროულად, უტევს ღვიძლს, რომელიც ისედაც დასუსტებულია ავადმყოფი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნით.

ყავა კი ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს, რაც გაციების დროს უბრალოდ დაუშვებელია!

4. რძის პროდუქტებიგახსოვთ ალბათ, როგორც გაძალებდათ ბებია, ან თუნდაც დედა, გაციევის დროს თაფლიანი რძის დალევას. არადა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სპეციალისტები ამას არ გვირჩევენ! რძეს, ისევე, როგორც ყველა რძის პროდუქტს (განსაკუთრებით კარაქსა და ყველს), გააჩნია ლორწოსწარმომქმნელი ეფექტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ახანგრძლივებს სურდოს, ნახველის წარმოქმნას და უფრო ასქელებს ბაქტერიების ამ "კოქტეილს".

ამასთან, კეფირი და უცხიმო იოგურტები ნაწლავის მოქმედებას ეხმარება. ამიტომ, იმისათვის რომ გვერდით ეფექტებს თავი დააღწიოთ, დაამატეთ კეფირში ცოტაოდენი კოჭა ან კურკუმა. ეს სანეებლები არა მხოლოდ გაანეიტრალებს ლორწოსწარმომქმნელ ეფექტს, არამედ შიგნიდან გაგათბობთ. 

5. კაკაოიანი ორცხობილაზედმეტად კალორიული კანფეტები, ფუნთუშები და შოკოლადები აქვეითებს იმუნური სისტემის აქტივობას. აღმოჩნდა, რომ ტკბილეულს შეუძლია დააქვეითოს ლეიკოციტების მოქმედება - უჯრედების, რომლებიც ვირუსებისა და ბაქტერიებისგან გვიცავს. ამას გარდა, ყელის კედელზე დადებული ტკბილი გარსი საუკეთესო გარემოა ბაქტერიების გამრავლებისთვის. ხოლო ფუნთუშები და ორცხობილები, რომლებსაც შაქრის პუდრი ან კაკაო აქვს მოყრილი, ამძაფრებს ხველად და აღიზიანებს ყელს.

ერთადერთი გამონაკლისი არის თაფლი. ოღონდ ამ უნიკალური პროდუქტის სარგებელი რომ შევინარჩუნოთ, იგი ცხელ ჩაიში კი არ უნდა ჩავამატოთ, არამედ მივაყოლოთ ჩაის ორიოდე კოვზი. თაფლს, მიუხედავად კალორიულობისა, გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი, შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას და ასტიმულირებს იმუნიტეტს. 

6. შემწვარი ხორცი, ფასტფუდიეს ყველაფერი საშინლად ცხიმიანია და კუჭისა და ნაწლავებისთვის მძიმეა. ავადმყოფ ორგანიზმს ჭარბი რაოდენობით ხორცპროდუქტები, მათ შორის ძეხვეული და სოსისი, ნამდვილად არ სჭირდება. იგივე ეხება ჰამბურგერებს, კარტოფილ ფრისა და ნებისმიერ მზა პროდუქტს, რომელიც მხოლოდ გათბობას მოითხოვს.

ნუ შეუქმნით ზედმეტ სამუშაოს ნაწლავებს, რადგან მასში თავმოყრილია დიდი რაოდენობით სასარგებლო ბაქტერია, რომლებიც იმუნურ უჯრედებს ეხმარება ბაქტერიებთან ბრძოლაში. ამიტომ, გაციებს დროს ნაწლავის ტრაქტის გადატვირთვა არ არის რეკომენდებული.

ამასთან, მაგარი ხორცი ხველასაც აძლიერებს და ყელის გაღიზიანებას იწვევს.

7. კარტოფილიაღნიშნულ ჩამონათვალში კარტოფილი სახამებლის შემცველობის გამო მოხვდა - ანუ მასაც შეუძლია გაასქელოს ნახველი და ხელი შეუშალოს სურდოსა და ხველების მკურნალობას. იგივე ეხება ყველა პროდუქტს, რომელიც სახამებელს შეიცავს, მათ შორის კისელსაც.

ამ ყველაფრის შემდეგ ალბათ გაგიჩნდათ სრულიად ლოგიკური შეკითხვა:

რაღა ვჭამოთ?

თუ ავადმყოფ ორგანიზმს არ სურს ჭამა, მიძალება არც არის საჭირო, მთავარია ბევრი სითხე მიიღოთ. სვით ჩვეულებრივი ან მინერალური წყალი, ბალახეული ჩაი, განსაკუთრებით კარგია კოჭას ჩაი. მიიღეთ კომპოტები, ოღონდ სახლში მომზადებული, ძალიან კარგია ამ დროს ახლადგამოწურული სტაფილოს წვენი - ვიტამინი А, რომელსაც იგი შეიცავს, ხელს უწყობს ანტისხეულების წარმოქმნას.
ყველაზე სასარგებლო საკვები კი, ავადმყოფისთვის არის ჩვეულებრივი ქათმის ბულიონი ბოსტნეულით. აშშ-ს მეცნიერებმა ქათმის ბულიონში აღმოაჩინეს განსაკუთრებული ნივთიერება - კარნოზინი, რომელსაც გააჩნია ძლიერი იმუნომასტიმულირებელი ეფექტი. ეს ნივთიერება სხვა პროდუქტებში არ გვხვდება!

გარდა იმისა, რომ თბილი სითხე აუმჯობესებს სასუნთქ გზებში ლორწოს მოძრაობას და ხელს უწყობს გრიპისა და გაციების სიმპტომების შემსუბუქებას, ქათმის ბულიონი აუმჯობესებს სასუნთქი გზების წამწამების დამცავ ფუნქციას. ანუ არა მხოლოდ ამსუბუქებს სიმპტომებს, არამედ ახშობს სურდოს, ხველასა და ყელის ტკივილს. ხოლო თუ ქათმის ბულიონს დამატებული აქვს ხახვი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, მათგან ყველა სასარგებლო ნივთიერება სითხეში გადავა. მაგალითად, ორგანოსულფიდები (რომლებიც შედის ხახვსა და ნიორში) ასტიმულირებს იმუნური უჯრედების - მაკროფაგების წარმოქმნას. ვიტამინი С (ბულგარული წიწაკა) გავლენას ახდენს ნეიტროფილებისა და ინტერფერონის დონეზე. ვიტამინი А და კაროტინოიდები (სტაფილო) ხელს უწყობს ანტისხეულების წარმოქმნას. ხოლო ბულიონში არსებული ქათმის ცხიმი კი ამაღლებს ორგანიზმის მიერ D, A, K და E ვიტამინების შეთვისების უნარს.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...