loading...
როგორ დავაღწიოთ თავი შაკიკს მარილის დახმარებით ?
ჯანმრთელობა 06-Jan, 18:09 175
0
გამოგიცდიათ ისეთი თავის ტკივილი, როცა გინატრიათ თავი საერთოდ არ გქონოდათ? ან როცა გგონებიათ, რომ თავში ჭინკები გყავთ და ჩაქუჩებს გირტყამენ? 
მე გამომიცდია… თანაც მრავალჯერ, გადამბით რამდენიმე დღის განმავლობაში აუტანელი ტკივილების გამო ხშირად სიგიჟის ზღვარზე მივსულვარ! 
ყველაზე საშინელი ისაა, რომ შაკიკის შეტევის დროს არც ერთი ჩვეულებრივი და გავრცელებული გამაყუჩებელი არ გშველის! გტკივა იქამდე სანამ თვითონ არ გაივლის! 
შაკიკი უამრავ დისკომფორტს იწვევს გარდა აუტანელი ტკივილისა: ცვლის განწყობას, ზედმეტად მგრძნობიარე ხდები ნებისმიერი სახის სინათლეზე და სუნზე. 
როდესაც ასეთი ძლიერი თავის ტკივილები გვაწუხებს თვითნებურად რაიმე ძლიერი გამაყუჩებლის მიღება არ შეიძლება, აუცილებელია ექიმის რჩევა. 
ყველაზე გავრცელებული მედიკამენტი, რომელიც შაკიკის დროს გამოიყენება, იბუპროფენია.

რა იწვევს შაკიკს? 

ერთ-ერთი და ძირითადი შაკიკის გამომწვევი მიზეზი-გენეტიკაა. თუკი რომელიმე მშობელი ამ დაავადებით იტანჯება ე.ი თქვენც რისკის ქვეშ ხართ. შაკიკი გენეტიკურად შეიძლება გადავიდეს ბევრ თაობებზეც კი. 
ჩემი მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, მე დიდი ბებიისგან მერგო წილად. 

კიდევ ერთი მიზეზი არის ჰორმონები, ორგანიზმში ჰორმონების დისბალანს შაკიკის გამოწვევა შეუძლია. ასევე არსებობს კავშირი შაკიკსა და მენსტრუალურ ციკლს შორის. 
კვლევების თანახმად ქალების 10-2% შაკიკის შეტევებს უმეტესაც მენსტრულური ციკლის დროს განიცდის. 

შაკიკის გამოწვევა შეუძლია ალერგიასაც. ალერგია და მგრძნობელობა გარკვეული ნივთების მიმართ შესაძლოა შაკიკის გამომწვევი მიზეზი გახდეს. 

კვება- არანაკლებ უკავშირდება შაკიკს, კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ საკვებ პროდუქტს შეუძლია გამოიწვიოს შაკიკი, იგივე კვლევების თანახმად, როცა პაციენტების კვების რაციონიდან ის შაკიკის გამომწვევი პროდუქტები ამოიღეს, მათ შაკიკის შეტევების ინტენსივობა შეუცრდათ. 

მინერალების ნაკლებობა-ორგანიზმში მაგნიუმისა და სპილენძის დონე ასევე ასოცირდება შაკიკთან. ამ ნივთიერებების დაბალი დონე ამცირებს სხეულის უნარს აღიქვას სეროტონინები და ამინები, რომელიც სისხლძარღვებს გაფართოებაში ეხმარება. 

ემოციური სტრესი-დეპრისიას და ძლიერ სტრესს ასევე შეუძლია შაკიკის გამოწვევა. 

შაკიკის მკურნალობის უამრავი მედიკამენტი არსებობს, რომელსაც ექიმი გვინიშნავს, მაგრამ მკურნალობა შაკიკის საბოლოოდ მორჩენას არ ნიშნავს, როგორც წესი ეს დაავადება ქალების შემთხვევაში მენოპაუზის პერიოდამდე გრძელდება. 
დღეს მოგიყვებით ერთ-ერთი ხალხური მეთოდის შესახებ, რომელიც შაკიკის დაძლევაში დაგეხმარებათ: ეს არის ჰიმალაის მარილი, რომელიც 84 სხვადასხვა მინერალისგან შედგება და ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. 
ეს მინერალებს შეუძლიათ გაგათავისუფლოთ შაკიკისგან, ასე გააძლიეროს იმუნური სისტემა, გაწმინდოს ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისგან. 
ამ მარილის გამოყენებას ძლიერი ეფექტი აქვს, იგი სწრაფად იწყებს ჯანმრთელობის პრობლემების აღმოფხვრას.
ჰიმალაის მარილი არც ისე ადვილი საშოვნელია, თუმცა როგორც ვიცი მისი შეძენა საქართველოშიც შესაძლებელია, ძირითად დიდ სავაჭრო ქსელებში. 
გამოწურეთ ორი ლიმონისგან წვენი და ლიმონის ცედრაში აურიეთ, დაამატეთ ორი სუფრის კოვზი ჰიმალაის მარილი. მოათავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ. დალიეთ საშუალო ჭიქით. 

ჯანმრთელობას გისურვებთ! 
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...