Загрузка...

როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი, მხოლოდ ორი ინგრედიენტით, მარტივად.


ჩვენი ორგანიზმი ყოველ წამს ტოქსიკური გარემოს აგრესიას ებრძვის, – ზიანის მომტან ნივთიერებებს, რომლებიც საკვების, სასმელის და ჰაერის შემადგენლობაში შედის. დიახ, ჩვენი ორგანიზმი ისეა შექმნილი, რომ შეგვიძლია, ბევრ რამეს გავუძლოთ, საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას საერთოდ არ ესაჭიროება ჩვენი დახმარება, რადგან ჩვენში არსებული დამცავი სისტემა მუდმივი არ არის. როდესაც ტოქსიკური ნივთიერების და წიდების (შლაკები) რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ შიგნიდან კი არ აწუხებს ადამიანს, ის გარედანაც შესამჩნევი ხდება (გამონაყარი კანზე, სახის ფერი, ნადები ენაზე...).
იტვირთება...
loading...

ამიტომ, დროდადრო ჩვენს ორგანიზმს დახმარება ესაჭიროება. აირჩიეთ რომელიმე მეთოდი და შეასრულეთ ყველა მითითება. საჭირო პროცედურის ჩატარების შემდეგ, ორგანიზმიც გაიწმინდება, მისი დამცავი ფუნქციაც აღდგება.
ინტერნეტში, ფორუმებზე, თუ სოც. ქსელებში, ორგანიზმის ნატურალური პროდუქტებით გაწმენდის უამრავი მეთოდია, სხვადასხვა ინგრედიენტების ნაზავით და დანამატებით. კონკრეტულად ეს მეთოდი, სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ მხოლოდ 2 ინგრედიენტს შეიცავს და მოსამზადებლადაც ძალიან მარტივია. თან მისი მოხმარება რეგულარულად შეიძლება და არანაირი უკუჩვენება არა აქვს.

მომზადება:
I. აადუთეთ ემალირებულ ქვაბში 1 ლ. წყალი
II. დაამატეთ 150 გრ. ქიშმიში და 150 გრ. შავი ქლიავის ჩირი (უკურკო) და 15 წთ. ადუღეთ დაბალ ცეცხლშე.
III. დაახურეთ სახურავი და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
IV. 4-5 საათის შემდეგ, გადაწურეთ და წვენი მაცივარში შეინახეთ.

მიიღეთ ყოველ დილით 1 ს. კ. უზმოზე, საუზმემდე 30-40 წუთით ადრე.
ცვლილებას რამდენიმე დღეში იგრძნობთ: მოგიწესრიგდებათ საჭმლის მომნელებელი სისტემა და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, წონაშიც დაიკლებთ.
ორგანიზმის გაწმენდა ნებისმიერ ასაკში არის აქტუალური და ეს მარტივი პროცედურა, ბევრ პრობლემას აგარიდებთ მომავალში.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ