Загрузка...

ახალგაზრდა ნაძვის ხის გირჩები შეაგროვეთ და მოხარშეთ! ავადმყოფობა დაგავიწყდებათ


ყველასთვის ნაცნობი ფიჭვის და ნაძვის ხის გირჩები არა მხოლოდ გასაფორმებლად შეიძლება გამოვიყენოთ. მათი გამოყენება სამკურნალო მიზნით შეიძლება. ახალგაზრდა ფიჭვის გირჩი ბევრ ფისს, ეთეროვან ზეთს, ტანინს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს, რკინას, მაგნიუმს და სელენიუმს.
სამკურნალო მიზნით ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ნაყოფი (დაახლოებით 4 სმ დიამეტრის გირჩი) გამოიყენება, რომელსაც მწვანე ფერი აქვს და ჯერ კიდევ რბილია.
იტვირთება...
loading...
როდის შევაგროვოთ?
რაც შეეხება შეგროვების დროს, ამის შესახებ ბევრი მოსაზრება არსებობს. ზოგიერთი თვლის, რომ საუკეთესო პერიოდი 21-დან 25 ივნისამდე. მკურნალი თეოსოფების მიხედვით, გირჩების შეგროვება იესო ქრისტეს შობიდან სამებამდე პერიოდში უნდა შეაგროვოთ. რეცეპტების უმეტესობაში გირჩების შეგროვება 30 მაისიდან 20 ივნისამდე პერიოდში უნდა დაიწყოთ, მაგრამ კონკრეტული პერიოდი რეგიონზე არის დამოკიდებული.
რეცეპტები
ჯერ კიდევ პატარა მწვანე გირჩები თირკმლებიდან და ნაღვლის ბუშტიდან ქვების მოშორებაში დაგეხმარებათ. გირჩი დატეხეთ, ქვაბში მოათავსეთ და წყალი დაასხით (რომ კარგად დაიფაროს). 5 წუთით აადუღეთ. როცა ნაყენი გაგრილდება, გადაწურეთ და დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ 1/3 ჭიქა დალიეთ. მკურნალობის კურსი 3 კვირა.15 მაისიდან 15 ივნისამდე პერიოდში შეგროვებული გირჩები ხველებას და ბრონქიტს მოგაშორებთ. 50-60 გირჩს 2 ლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 2 საათი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. ამის შემდეგ გააგრილეთ, 2 კგ შაქარი დაუმატეთ და კიდევ 1, 5 საათით დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. უკვე მზა მურაბა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 10 წუთით ადრე 1 ს/კ მიიღეთ. მკურნალობის კურსი - გამოჯანმრთელებამდე.
იმუნიტეტის გაძლიერებაში ფიჭვის თაფლი დაგეხმარებათ. 1 კგ მწიფე გირჩი უნდა შეაგროვოთ, თითოეული 4 ნაწილად გაჭრათ, ემალის ქვაბში მოათავსო და 3 ლ წყალი დაასხათ. გირჩების დარბილებამდე დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, შემდეგ გადაწურეთ, 1 კგ შაქარი დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. მზა თაფლი ქილებში გადაანაწილეთ, თითოეულს მწიკვი ლიმონმჟავა დაუმატეთ.
გირჩების მურაბა
შეგიძლიათ გირჩების მურაბა მოამზადოთ. გირჩები დარბილებამდე უნდა მოხარშოთ და შაქრის სიროფი უნდა დაუმატოთ. დალიეთ ფიჭვის თაფლთან და მურაბის ჩაისთან ერთად უნდა მიიღოთ.
მურაბა სისხლში ჰემოგლობინის დონეს ზრდის.50 გრ დაქუცმაცებულ გირჩს 1 ლ ცივი წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, 20 წუთით დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ. ამის შემდეგ 500 გრ შაქარი დაამატეთ და კვლავ აადუღეთ. მზა მურაბა ცივ ადგილას შეინახეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 1 ჩ/კ, წყალი მიაყოლეთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ