Загрузка...

7 სიმპტომი, რომელიც დაბალ ჰემოგლობინზე მიუთითებს


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, 2017 წელს 1, 62 მლრდ. ადამიანს აღმოაჩნდა დაბალი ჰემოგლობინი. მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა, რომელთაც რკინადეფიციტური ანემია აწუხებთ, ხშირ შემთხვევაში ვერც კი ხვდება, რომ მათ დაბალი ჰემოგლობინი აქვთ და სიმპტომებს ჩვეულებრივ დაღლილობას უკავშირებენ.
ეს 7 ნიშანი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ჰემოგლობინის დონე დაბალია და თქვენს ორგანიზმს შველა სჭირდება.

1.მალე იღლებით
რკინის დეფიციტი სისხლში ჰემოგლობინის დაწევას იწვევს, შესაბამისად, ერითროციტებს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიაქვთ ორგანოებთან და ასე ჩნდება უმიზეზო დაღლილობის შეგრძნება.
იტვირთება...
loading...

2.თვალები გაგიყვითლდათ
ჯანმრთელ ადამიანს თვალი ოდნავ მოყვითალო, ერთფეროვანი აქვს, მაგრამ თუ შეამჩნიეთ, რომ თვალმა გაცილებით მუქი ყვითელი შეფერილობა მიიღო, ეს იმის ნიშანია, რომ ერითროციტები ნადგურდება და თქვენი ორგანიზმი ბილირუბინით ჯერდება, რომელიც ცილების დაყოფის შედეგად წარმოიქმნება.

3.თავბრუსხვევა გაწუხებთ
თუ ხშირად გაწუხებთ თავბრუსხვევა, ეს შესაძლოა ანემიით იყოს გამოწვეული. საქმე იმაშია, რომ ანემიის დროს ტვინს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება. ანემიის დროს ადამიანი შესაძლოა შაკიკისმაგვარმა თავის ტკივილებმაც შეაწუხოს.

4.გულისცემა გაგიხშირდათ

ანემიის დროს ადამიანს შესაძლოა პულსი და გულისცემა აუჩქარდეს. ეს იმის გამო ხდება, რომ სისხლში წითელი სხეულების შემცველობა იკლებს და შედეგად, გული უფრო მეტი დატვირთვით მუშაობს, რომ ორგანიზმი ჟანგბადით მოამარაგოს.

5. ქოშინი გაწუხებთ
სუნთქვითი დარღვევაც შესაძლოა ანემიაზე მიუთითებდეს. უჯრედებში ჟანგბადის ნაკლებობის შედეგად კომპენსატორული მექნიზმები აქტიურდებიან, როგორიცაა პულსის და გულისცემის გახშირება, შედეგად, ირღვევა სუნთქვის სიხშირე და სიღრმე.

6.დაბალი წნევა გაქვთ
ერითროციტების შემცირებულ რაოდენობას წნევის დაწევაც ახლავს თან. ეს სიმპტომი განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს ხანდაზმულ ადამიანებში. რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ასევე ორსულები.

7.კანის ფერი შეგეცვალათ
დაბალი ჰემოგლობინის დროს ადამიანს კანის სიმშრალე და მასთან დაკავშირებული ნაოჭები აღენიშნება. იცვლება თავად კანის ფერიც: უფრო ფერმკრთალდება და თავს იჩენს პიგმენტური ლაქებიც.
მარცხნივ – ჯანმრთელი ადამიანის ხელი, მარჯვნივ - ანემიით დაავადებულის.
თუ მსგავის სიმპტომები გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სისხლის ანალიზის საფუძველზე ის გაარკვევს, თუ რომელი პრეპარატები გჭირდებათ. ყოველდღიურად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ეს თქვენს ორგანიზმს ჟანგბადით გაამდიდრებს. გამოიყენეთ ცილოვანი საკვები და შეეცადეთ უარი თქვათ ცხიმიან კერძებზე, რადგან ცხიმი ხელს უშლის რკინის შეთვისებას.
აუცილებლად ჩართეთ რაციონში რკინის შემცველი პროდუქტები, როგორიცაა: ოსპი, მწარე შოკოლადი, წიწიბურა, პომიდვრის წვენი...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ