Загрузка...

რა არის ქოლესტერინი და საშიშია თუ არა ის?


ქოლესტერინი ორგანული ნაერთია, რომელიც ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ქოლესტერინი აუცილებელია ჰორმონების, მჟავებისა და ვიტამინ D-ს გამომუშავებისთვის. ასევე ნერვული და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ქოლესტერინის 80%-ს ორგანიზმი თავად წარმოქმნის, დანარჩენი 20%-ს კი საკვებიდან იღებს.
იტვირთება...
loading...
არტერიების კედლებზე ქოლექტერინი წარმოქმნის ცხიმოვან გროვებს და ავიწროვებს სისხლძარღვის სანათურს. უსწორმასწორო კედლები თრომბების წარმოქმნას უწყობს ხელს და შესაძლოა, სისხლის მიმოქცევის სისტემის რომელიმე უბანი დაახშოს. ასეთი რამ თუ გულის სისხლძარღვებში მოხდა, ვითარდება ინფაქტი, თუ ტვინის სისხლძარღვებში - ინსულტი.
ქოლესტერინის და ლიპიდების უმეტესობა წყალში არ იხსნება, ამიტომ ცილებთან ერთად ე.წ ლიპოპროტეინებს ქმნიან. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) 55% ქოლესტერინია, მათ "ცუდი" უწოდეს. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) ნახევარი ცილაა, ქოლესტერინიკი კი 13%. მათ "კარგს" უწოდებენ.
რაც უფრო მაღალია LDL და დაბალია HDL, მით უფრო იმატებს სისხლძარღვების დაზიანების საფრთხე.ქოლესტერინის საფრთხე ძირითადად ჭარბწონიან ადამიანებს აწუხებთ, თუმცა ის შეიძლება შეგვხვდეს გამხდრებშიც. ასევე მაღალია მისი რისკი 40 წელს ზემოთ. ქოლესტერინის მაღალი დონის დროს მნიშვნელოვანია სწორი კვებითი რეჟიმი. განსაკუთრებით სასარგებლოა თხილი, ავოკადი, ზეითუნის ზეთი, ნიორი.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ