Загрузка...

როგორ გავწმინდოთ სისხლძარღვები სახლის პირობებში


უამრავ ადამიანს ასაკის მატებსთან ერთად ეწყება უსიამოვნო შეგრძნება, როდესაც ღამით ხელის და ფეხის თითები უშეშდებათ. ხშირად ეს ნიშნები მიუთითებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზის განვითარებაზე.
ათეროსკლეროზი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გულის დაავადებაა, როდესაც სისხლძარღვების კედლები სქელდება, ხოლო დაზიანებულ ადგილებში გროვდება  ქოლესტერინი, რაც ხელს უშლის ნორმალურ სისხლის მიმოქცევას.
 
იტვირთება...
loading...
 ათეროსკლეროზმა შეიძლება გამოიწვიოს სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი. მომავალში ამის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია ახლავე დაიწყოთ ზრუნვა სისხლძარღვებზე.
 
სისხლძარღვების გაწმენდა სახლის პირობებში 

რომელი მეთოდიც არ უნდა აირჩიოთ, მნიშვნელოვანია დაიცვათ დიეტა და უარი თქვათ ისეთი პროდუქტების ხშირ მოხმარებაზე რომელიც შეიცავს ბევრ ქოლესტერინს.პროდუქტები სისხლძარღვების გასაწმენდათ 
 
1) სელის ჟელე
 სელის თესლებში შემავალი ომეგა 3–ის ცხიმოვანი მჟავები არეგულირებს წნევას, ხელს უშლის არტერიების ელასტიურობის დაკარგვას და თითქმის 75% ით ამცირებს ქოლესტერინის დაგროვებას არტერიების კედლებზე.
მოსამზადებლად დაგჭირდება 1/3 ჭიქა სელის თესლი და 1 ლიტრი წყალი. საღამოს დააასხით თესლებს წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და 2 საათი გააჩერეთ წყლის აბანოზე.
 დილით, მას შემდეგ რაც ნაყენი დადგება, გაცერით და გადაასხით მინის თავსახურიან ჭურჭელში, უნდა გამოვიდეს დაახლოებით 850 მლ. ჟელესებრი სითხე. უნდა დალიოთ 5 დღის განმავლობაში 1/3 ჭიქა დილლით უზმოზზე და საღამოს ჭამამდე.
 2)   კაკალი და ზეთის ხილი
 
მოსამზადებლად დაგვჭირდება 1,5 კგ კაკალი და 0,5 კგ ზეთის ხილი. დაფქვით ისინი ერთად და მიიღეთ ყოველდღე 1 სუფრის კოვზი.   შეინახეთ მაცივარში. მკურნალობის კურსი გრძელდება დაახლოებით 2 თვე.
3) ლიმონის და ნივრის ნაყენი 
 ლიმონი – შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს სისხლძარღვებს. ნიორი კი შეიცავს გოგირდის ნაერთებს, რომელიც ანელებს ათეროსკლეროზის განვითარებას. მიირტვით ყოველდღე 3-5 კბილი ნიორი, სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის.
 ლიმონი–ნივრის წამალი დაგეხმარებათ ანთების ჩაცხრობაში, წნევის დარეგულირებაში. დანაყეთ 10 კბილი ნიორი და 1 ლიმონი, აურიეთ 1 ჭიქა ადუღებულ წყალში. დააყენეთ 3 დღე. მიიღეთ სუფრის კოვზი 1–2 ჯერ დღეში 1 თვის მანძილზე. შეინახეთ ცივ და ბნელ ადგილზე.
 
4) თაფლი და დარიჩინი
 
მოსამზადებლად დაგვჭირდება ნახევარი ლიტრი ადუღებული თბილი წყალი, 2-3 სუფრის კოვზი სახლის თაფლი, 25 გრამი დარიჩინი. ყველაფერი აურიეთ და გააციეთ. მიიღეთ 1 თვის მანძილზე დილით და საღამოს ნახევარ ჭიქა.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ