loading...
დალიეთ ეს სითხე და თქვენი კუჭ-ნაწლავი საათივით იმუშავებს!
ჯანმრთელობა 05-Dec, 22:50 1 623
0
ადამიანებმა უძველესი დროიდან იცოდნენ კოთხუჯის სასარგებლო თვისებების შესახებ. ამიტომაც, მისგან ხშირად ამზადებდნენ ნაყენს და სხვადასხვა დაავადებას მკურნალობდნენ. კოთხუჯის ფესვები გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ნერვული სისტემის, კუჭ-ნაწლავისა და ტუბერკულოზით დაავადების დროს. ეს ნაყენი იდეალურად შველის რევმატიზმებს. თუ ადამიანს გულძმარვა აწუხებს, კოთხუჯის ნაყენის წვეთები ამ პრობლემას მოუგვარებს. იგი ასევე გამოიყენება ჭრილობებისა და წყლულების შესახორცებლად, მუცლის ღრუში განვითარებული ტკივილის დასაამებლად. იგი ზრდის მადიანობას და საჭმლის გადამუშავებას უწყობს ხელს. დღეისათვის გამოიყენება კუჭის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ.
კოთხუჯის ფესვები შეიცავს ეთერზეთებს, ტანინებს, გკლიკოზიდებს. ასევე შეიცავს ვიტამინებს, ცილას, სახამებელს- ყველა ეს ელემენტი დაკავშირებულია ნივთიერებათა ცვლასთან. იგი ეფექტურად შველის გულძმარვას, დიარეასა და სუნთქვის გაძნელებას. მისი მიღება სასარგებლოა, კუჭის დაბალი მჟავიანობით მიმდინარე, გასტრიტის დროს. გინეკოლოგიაში გამოიყენება სხვადსხვა კოკური ინფექციებისა და ტრიქომონიაზის სამკურნალოდ. მისი სპირტისგან მომზადებული ნაყენი კურნავს კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, აუმჯობესებს მადას და მატონიზირებელი თვისება აქვს.

საჭმლის არასწორი მონელების, წყლულის, მეტეორიზმისა და გულძმარვის დროს, მოამზადეთ კოთხუჯის ნახარში : 1 ს/კ გამხმარ კოთხუჯის ფესვებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 40 წუთი წყლის ორთქლზე გააჩერეთ. გააგრილეთ და მიიღეთ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.

კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ, კოთხუჯის ნაყენის მომზადების მეორე ხერხიც არსებობს: 20 გრ დაქუცმაცებულ კოხთუჯის ფესვებს, დაასხით 100 მლ სპირტი ან მაგარი არაყი, ჩაასხით მინის ქილაში და 14 დღე ბნელ ადგილას შეინახეთ. 15-20 წვეთი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში, მიიღეთ 2-3 ჯერ დღეში, ჭამამდე. საოცარ შედეგს მიიღებთ. კუჭ-ნაწლავის მოქმედება მოგიწესრიგდებათ. გარდა ამისა, გაგიუმჯობესდებათ მხედველობა, აღარ შეგაწუხებთ თავისა და მუცლის ტკივილი, თავს უფრო ენერგიულად იგრძნობთ.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...