Загрузка...

ნევროზით შენიღბული – დაავადება რომლის დიაგნოსტირება რთულია


თუ თავის და კუნთების ქრონიკული ტკივილები გაწუხებთ, ხართ პესიმისტურ განწყობაზე ან უბრალოდ, მოწყენილი ხართ, უნდობლობას ან პანიკის შემოტევას გრძნობთ ან უძილობა გაწუხებთ, შესაძლებელია, სერატონინის დეფიციტი გქონდეთ.
როგორც მეცნიერებმა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში, გაარკვიეს, ნერვული იმპულსები, ელექტრული სიგნალების სახით გადიან ნერვული უჯრედების წანაზარდებში (მორჩებში). მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ეს საკმარისი არ არის, რადგან ნერვულ დაბოლოებასა და ნერვულ უჯრედებს შორის არსებობს ნაპრალები და მაშინ როდესაც სინაფსში (შეხვედრის ადგილი) მივა ელექტრო სიგნალი, ნერვული დაბოლოებიდან გამოიყოფა დიდი რაოდენობით არაერთგვაროვანი ქიმიური ნივთიერება, რომლის თითოეული სახეობა გარკვეული ფუნქციების ნაკრებზე აგებს პასუხს. ეს ნივთიერება გადასცემს ინფორმაციას ერთი ნეირონიდან მეორე ნეირონს და ნეირონების დაბოლოებიდან კუნთოვან ქსოვილებს. ნივთიერებას, რომელიც კავშირს ამყარებს ორგანიზმის ცალკეულ ორგანოებსა და ნერვულ სისტემას შორის, ნეირომედიატორი ეწოდება.
იტვირთება...
loading...
ამრიგად, ნეირომედიატორები (ნეიროტრანსმიტტერები, შუამავლები) — ბიოლოგიურად აქტიური ქიმიური ნივთიერებებია, რომლბის გარეშე ინფორმაციის გადაცემა არ მოხდებოდა ნერვულ უჯრედებსა და ნეირონებსა და კუნთოვან ქსოვილებს შორის. რაც იმას ნიშნავს, რომ ნეირომედიატორების გარეშე, ადამიანის სხეულის ფუნქციონირება და არსებობა შეუძლებელია.
სეროტონინი, 5 ჰიდროქსიტრიპტოფანი (5 HT) — არის ერთ-ერთი მთავარი ნეირომედიატორი და მას ხშირად, შეცდომით, «კარგი განწყობის ჰორმონს» და «ბედნიერების ჰორმონსაც» კი უწოდებენ.
სეროტონინის ნეირომედიატორული ფუნქცია თავის ტვინის მუშაობას უკავშირდება. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ეს ნივთიერება, ნეირონებს შორის კავშირის ოპტიმიზირებას ახდენს.
სეროტონინის ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში, ადამიანი სულიერ აღმაფრენას, ეიფორიას და სიხარულს განიცდის. სერატონინის რაოდენობა გავლენას ახდენს ადამიანის შრომისუნარიანობაზეც. დიდია მისი გავლენა ინტელექტუალურ პროცესებზე: ყურადღების კონცენტრაციაზე, მეხსიერებაზე და ა. შ.
ორგანიზმში, სეროტონინის დიდი რაოდენობა, ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება არის, ხოლო მისი დაბალი კონცენტრაციის შემთხვევაში, ადამიანს გამუდმებით დაღლილობის და სომძიმის შეგრძნება აქვს და მცირე პრობლემის შემთხვევაში, ძლიერ ფიზიკურ ტკივილებს განიცდის. გარდა ამისა, ეს ნივთიერება პასუხისმგებელია ორგანიზმის თერმორეგულირების პროცესზეც. ხოლო თავის ტვინში სეროტონინის დონის დაწევა, დეპრესიას და შაკიკის მძიმე ფორმას იწვევს.
სერატონინის საშუალებით, ტვინი ღებულობს ინფორმაციას ორგანიზმის მდგომარეობის და გარეშე არსებული გამაღიზიანებლების შესახებ, ხოლო შემდეგ, გასცემს განკარგულებებს მოქმედებისთვის. ერთი წუთის მანძილზე, ტრილიონობით ინფორმაციის გაცვლა ხდება ნერვულ უჯრედებს შორის.
სერატონინი თავის ტვინის ძლიერი ქიმიური ელემენტია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ორგანიზმის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე და იმის ცოდნა, რომ მის ნაკლებობას განიცდის ორგანიზმი – არის გასაღები ადამიანის გამოჯანმრთელების გზაზე.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი ან რამდენიმე აღგენიშნებათ, სავარაუდოდ, თქვენი ორგანიზმი სერატონინის ნაკლებობას განიცდის.
უძილობა;
შფოთი; 
პანიკის შეტევა, შიში და ფობიები; 
გონების დაძაბული მდგომარეობა, რომელსაც თან ერთვის გაღიზიანება და მოუთმენლობა; 
აკვიატებული აზრები; 
სუიციდიალური ტენდენციები;
თვითშეფასების დაბალი დონე; 
ემოციური ქცევები, მრისხანება და აგრესია; 
მოთხოვნილება ტკბილეულზე; 
კუნთების და თავის ქრონიკული ტკივილი, შაკიკი; 
მკვეთრად უარყოფითი, გამაღიზიანებელი დამოკიდებულება ღრუბლიანი ამინდებისადმი; 
პესიმიზმი და დეპრესია;

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, უმრავლესობა, ნევროზებისთვისაც არის დამახასიათებელი. მაგრამ, მედიკამენტები, რომლებიც ნევროზის მკურნალობის დროს ინიშნება, არანაირ გავლენას არ ახდენს სერატონინის დეფიციტის პრობლემაზე. სხვადასხვა სახის დამამშვიდებლები და საძილე საშუალებები მხოლოდ დროებით ეფექტს იძლევა, წამლების მოქმედების ვადებში და იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა სწორედ არ დაინიშნა, პაციენტის მდგომარეობა რთულდება. მას შესაძლებელია აეღენიშნოს ტკივილი გულის არეში, გულის აჩქარება, ტემპერატურის მომატება ან პირიქით დაცემა, კიდურების კანკალი, თავის გაბრუება, გულის რევის შეგრძნება, უმადობა, საკვებზე უარის თქმა...
ადამიანს, რომელიც სერატონინის დეფიციტს განიცდის, ანტიდეპრესანტი უნდა დაენიშნოს, რომელიც სინთეტიკურ სეროტონინს შეიცავს. მაგრამ, ამ ნივთიერების დეფიციტის აღმოფხვრა, მედიკამენტების გარეშეც შეიძლება:
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ორგანიზმში არსებული სეროტონინის 90% კუჭი გამოიმუშავებს. მწნილი და რძემჟავის შემცველი პროდუქტები დადებით ზეგავლენას ახდენენ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, რადგან დიდი რაოდენობით პრობიოტიკებს შეიცავენ. კუჭში მათი გამოჩენა, თავის მხრივ, იწვევს სეროტონინის გამომუშავებას! ერთი თვის მანძილზე, ყოველდღიურად მწნილის (მნიშვნელობა არა აქვს რომელი) მირთმევის შემთხვევაში, ორგანიზმში სერატონინის დონე ნორმაში მოდის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ზემოთ აღნიშნული პრობლემების, მოგვარდება ხდება. მაგრამ, რეციდივის თავიდან ასაცილებლად, “წამლის" (მწნილის) მიღება უნდა გააგრძელოთ.
და ბოლოს, უკანასკნელი კვლევების შედეგად, მეცნიერებმა ტვინსა და კუჭს შორის მჭიდრო კავშირის არსებობა დაადგინეს: რაც უფრო ჯანმრთელია კუჭი, მით უფრო კარგად მუშაობს ტვინი.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ