Загрузка...

თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა – 5 უნიკალური მეთოდი


თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა ძალიან საჭირო პროცედურაა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი მდგომარეობა მთელი რიგი დაავადებების დროს – კისრის ოსტეოქონდროზიდან დაწყებული ათეროსკლეროზით დამთავრებული. სისხლძარღვების რეგულარული გაწმენდა გაგათავისუფლებთ ისეთ ჩივილებისგან, როგორიცაა თავის ტკივილები და სიმძიმის შეგრძნება თავში. ამასთან, პოზიტიურად იმოქმედებს მეხსიერებასა და თქვენს გუნება-განწყობილებაზე. სტატიაში წარმოგიდგენთ თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდის 5 ძალიან ეფექტურ და გამოცდილ რეცეპტს.
იტვირთება...
loading...

პირველი მეთოდი: თაფლი და კაკალი

ხუთი კაკალის ლებანი დაფქვით და კარგად შეურიეთ 1 ს/კ ცაცხვის თაფლს, დაუმატეთ თითო მწიკვი დარიჩინი და კოჭა, ისევ აურიეთ და მოათავსეთ მაცივარში ერთი დღე ღამის განმავლობაში. ეს სამკურნალო ნაზავი დღეში 3-ჯერ უნდა მიიღოთ 1 ს/კ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მეორე მეთოდი: ხახვი და თაფლი

1/3 ჭიქა ხახვის წვენი შეურიეთ ერთ ჭიქა ნატურალურ თაფლს. მიიღეთ სამკურნალო ნაზავი დღეში 3-ჯერ 1 ჩ/კ საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე. ის არა მარტო ეფექტურად წმენდს სისხლძარღვებს, ასევე აძლიერებს იმუნიტეტს.

მესამე მეთოდი: ნატურალური წვენები

მიიღეთ ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი ყოველდღიურად სადილამდე და ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე. შეგიძლიათ ასევე მონაცვლეობით მიირთვათ ვაშლისა და სტაფილოს წვენები. მაღაზიაში ყიდვას გირჩევთ თავად გამოწუროთ, ამ შემთხვევაში 100% იქნებით დარწმუნებული, რომ ნამდვილად ნატურალურ პროდუქტს იღებთ. ამასთან, მხედველობაში მიიღეთ ის ფაქტი, რომ ახლადგამოწურული წვენი ვიტამინებსა და სამკურნალო თვისებებს მხოლოდ 7 წუთის მანძილზე ინარჩუნებს.

მეოთხე მეთოდი: ოროვანდის ნაყენი

თერმოსში ჩაყარეთ 10 გრ. ოროვანდის ხმელი ფესვები და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ 8-10 საათი, გადაწურეთ და დადგით გრილ ადგილას. მიიღეთ 4 ს/კ სამკურნალო ნაყენი საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი მოიცავს ერთ თვეს.

მეხუთე მეთოდი: სასარგებლო პროდუქტები


ორგანიზმის სრული გაჯანსაღებისა და სისხლძარღვების გაწმენდისთვის ყოველდღე საუზმემდე ნახევარი საათით ადრე უნდა მიირთვათ ერთი მანდარინი, ერთი მუჭა ქიშმიში და ნიგოზი, 15 – 20 წუთის მერე მიიღეთ ერთი ჭიქა წყალი 1 ჩ/კ თაფლთან და ერთ ნაჭერ ლიმონთან ერთად. 10 - 15 წუთის გასვლის შემდეგ კი შეგიძლიათ საუზმეს შეუდგეთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ