Загрузка...

ნივრის ლიქიორი – კურნავს უამრავ დაავადებას!


ნიორი არა მხოლოდ გემრიელი სანელებელია კერძებისთვის, არამედ არაჩვეულებრივი სამკურნალო საშუალებაა! ყველასათვის ცნობილია როგორც ვირუსსაწინააღმდეგო საშუალება, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ის ეფექტურად ზემოქმედებს ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებზე. აზოტის ოქსიდი, გოგირდწყალბადი – ეს ის სასაწაულმოქმედი ნივთიერებებია, რომელსაც არტერიული წნევის დარეგულირების უნარი შესწევს, ამცირებს ზედმეტად მომატებულ სისხლძარღვოვან ტონუსს. ამასთან, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ანადგურებს ტვინში კიბოს გამომწვევ მიზეზს – გლიობლასტომის უჯრედებს. მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები კლავს კუჭის წყლულის გამომწვევ მიზეზს – ჰელიკობაქტერიას, ანადგურებს ჭიებს, დიფტერიისა და ტუბერკულიოზის ჩხირებს. ამასთან, ეფექტურია ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და ახდენს იმუნიტეტის სტიმულაციას.
იტვირთება...
loading...

მოამზადეთ ნივრის ლიქიორი – ეს უნიკალური სასმელია, რომელსაც უნარი აქვს განკურნოს ორგანიზმის ძირითადი დაავადებები!

მომზადებისა და მიღების წესი:
გამჭირვალე ბოთლში ჩაყარეთ 12 კბილი ნიორი, თითოეული 4 ნაწილად დაყოფილი. ჩაასხით 3 ჭიქა წითელი ღვინო. დააფარეთ და დადგით ფანჯრის რაფაზე ორი კვირის მანძილზე. ყოველ დღე შეანჯღრიეთ 2-3-ჯერ. როდესაც ეს დრო გაივლის, გადაწურეთ და ჩაასხით მუქი ფერის ბოთლში.
ლიქიორი უნდა მიიღოთ 1 ჩ.კ. დღეში 3-ჯერ ერთი თვის მანძილზე.

ნამდვილად საოცარი საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან მარილების გამოდევნასა და შრომისუნარიანობის ამაღლებას. ამას გარდა, წმენდს სისხლს, საგრძნობლად აძლიერებს იმუნიტეტს და ამგრებს სისხლძარღვების კედლებს. განსაკუთრებით სასარგებლოა გულისთვის. არაჩვეულებრივი სასმელია მათთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს – წვავს ცხიმებს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ