Загрузка...

15 საუკეთესო პროდუქტი არტერიების გასაწმენდად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის



მიოკარდიუმის ინფარქტი – მწვავე დაავადება, რომელსაც ახასიათებს გულის კუნთის იშემიური ნეკროზი. ხშირ შემთხვევაში (დაახლოებით 98%) ინფარქტის გამომწვევი მიზეზი არტერიების ათეროსკლეროზია, რომელიც გულს სისხლით ამარაგებს. მის განვითარებას კი იწვევს სისხლძარღვის შიდა კედლის მთლიანობის დარღვევა. დროთა განმავლობაში სისხლძარღვის დაზიანებულ ადგილას ხდება ცხიმების ჩალაგება და დაგროვება, შედეგად წარმოიქმნება ე.წ. ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც სისხლძარღვის სანათურას ავიწროვებს. ეს ორგანოში სისხლის ნაკადის შემცირებას განაპირობებს. დატვირთვის დროს, როცა ორგანოში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ძლიერდება და შესაბამისად მეტ ჟანგბადს მოიხმარს, შევიწროვებული სისხლძარღვი ვერ უზრუნველყოფს ადეკვატურ სისხლმომარაგებას, ორგანო ვეღარ იღებს მისი მუშაობისთვის საჭირო ჟანგბადს და ვითარდება იშემია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჟანგბადოვანი შიმშილი.
მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკა
იმისთვის რომ ხელი შევუშალოთ იშემიის განვითარებას და შესაბამისად ასევე გულის კუნთის ინფარქტს, საჭიროა რეგულარულად და საკმარისი რაოდენობით იმ პროდუქტების მიღება, რომელიც ხელს უწყობს არტერიების გასუფთავებას.

ორაგული
ორაგული და ცივ წყლებში მობინადრე თევზის სხვა სახეობები (თინუსი, სკუმბრია, ქაშაყი), უნდა მიიღოთ რეგულარულად. ასეთი თევზი შეიცავს ცხიმოვან მჟავას ომეგა -3 და ანტიოქსიდანტებს, რომელიც ეხმარება სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევას. ასევე წარმოადგენს ცილების წყაროს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ქსოვილის სტრუქტურისთვის. ამასთან, ჩატარებული კვლევების თანახმად, ზღვის ცხიმიანი თევზის მიღება კვირაში 5-ჯერ, 54%-ით ამცირებს ინსულტის რისკს მასში შემავალი უჯერი ცხიმოვანი მჟავებისა და ბეტა-კაროტინის წყალობით.
იტვირთება...
loading...


ფორთოხლის წვენი
ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას. ამ გემრიელ წვენს შეუძლია ასევე შეამციროს არტერიული წნევა. მხოლოდ 2 ჭიქა დღეში საკმარისია, რათა С ვიტამინის დღიური ნორმა მიიღოს ორგანიზმმა.

თხილეული

ნუში მდიდარია ვიტამინებით (განსაკუთრებით – E ვიტამინით, რომელიც ეფექტური ანტიოქსიდანტია) და მინერალური ნივთიერებებით (რკინით, კალციუმით, თუთიით, მაგნიუმით...). არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს მხედველობას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. რაც შეეხება კაკალს – ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ქოლესტერინის დონის აწევას, უზრუნველყოფს გულის საკვები ნივთიერებებით მომარაგებას და სისხლძარღვების გამაგრებას.

ხურმა
აღნიშნული ხილი განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლძარღვების გასაწმენდად. რაც შეეხება შემადგენლობას – მდიდარია С ვიტამინით, ორგანული მჟავებით (ლიმონის, ვაშლის), კაროტინით, მთრიმლავი და პექტინოვანი ნივთიერებებით, ცილებით, სპილენძით, რკინით, მაგნიუმით, კალიუმითა და მინერალური მარილებით.

კურკუმა




დაუმატეთ ეს სანელებელი პირველ და მეორე თავის კერძებს, რათა მნიშვნელოვნად შეამციროთ ათეროსკლეროზული ფოლაქის წარმოქმნის რისკი. კურკუმა ძირითადად ინდურ კულინარიასთან არის დაკავშირებული. მოამზადეთ კერი (თევზის ან ხორცის ცხარე საწებელი) იმ პროდუქტებისგან რომელიც გაქვთ – ბოსტნეული, ხორცი, თევზი, კვერცხი ან ოსპი და დაუმატეთ ერთი დიდი კოვზი კურკუმა სხვა ისეთ სანელებლებთან ერთად, როგორიცაა კვლიავი, ქინძი, კოჭა და ნიორი. დაუმატეთ სუპებში, ჩაშუშულ კერძებში, ბრინჯის პლოვში. არაჩვეულებრივ გემოსთან ერთად, კერძებს კაშკაშა ყვითელ ფერს მისცემს.

საზამთრო
საზამთრო ეფექტურად აფართოვებს სისხლძარღვებს და ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის გამომუშავებას. მასში არსებული ვიტამინი С და ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას, ამიტომ იგი გამოიყენება ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, ნიკრისის ქარის და ართრიტის დროს.

მწვანე ჩაი

თავისი ანტიოქსიდური უნარით, ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი ბოსტნეულის ერთი პორციის ექვივალენტია. მდიდარია იმ ნივთიერებებით, რომელიც ებრძვის სიმსივნურ და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ამცირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის შემცველობას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლა).
გრეიფრუტი
გრეიფრუტი შეიცავს ცხიმების დამწველ ნივთიერებებს: ინოზიტოლს და პექტინს. ხელს უწყობს საკვების მონელებას და ღვიძლის აქტივაციას. ამას გარდა, ის არეგულირებს სისხლძარღვების მუშაობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ახდენს ნერვიული სისტემის ტონიზირებას, ეხმარება აპათიის დაძლევაში, ამახვილებს ყურადღებასა და მეხსიერებას, ხსნის დაღლილობას. ზოგადად მას ყველაზე სასარგებლო ციტრუსად მიიჩნევენ.
გრეიფრუტს მწარე გემოს აძლევს ფლავონოიდ ნარინგინი, რომელსაც შეიცავს მისი კანი. ის აუმჯობესებს სისხლძარღვების გამტარიანობას და ელასტიურობას, აძლიერებს კაპილარებს, ამიტომ გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ძალიან სასარგებლოა ასევე მისი თესლი – ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება. მიიღეთ კვირაში 2 ცალი პროფილაქტიკის მიზნით.

ზღვის კომბოსტო


წყალმცენარე ლამინარია მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით, ცილებით, ანტიოქსიდანტებით... მისი რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებასა, აფართოვებს სისხლძარღვებს, რაც მნიშვნელოვანია სისხლის მიმოქცევისთვის. ადამიანებს, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ზღვის კომბოსტოს, შეუძლიათ 15%-ით შეამცირონ სისხლში ქოლესტერინის დონე.

ბროწეული
ლიდერად აღიარებული სასარგებლო პროდუქტი გულისა და სისხლძარღვებისთვის. მასში შემავალი P ვიტამინი სისხლძარღვებს ამაგრებს, B6 - ნერვულ სისტემას, B12 კი –სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. უნდა მიირთვათ უმი სახით. ბროწეულის წვენი ათხელებს სისხლს, არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია ანემიასთან ბრძოლის დროს. კალიფორნიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს მისი ანტიოქსიდანტური პოტენციალი. შედეგად აღმოჩნდა, რომ ის სამჯერ უფრო მეტია მასში, ვიდრე მწვანე ჩაისა და წითელ ღვინოში. ამას გარდა, ბროწეულის წვენს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ამცირებს არტერიული წნევის დონეს და მთლიანობაში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ისპანახი
მდიდარია კალიუმით და ფოლიუმის მჟავით, რომელიც ხელს უწყობს კუნთის ქსოვილის სიმკვრივეს და ამცირებს გულის შეტევის რისკებს. ამასთან, ისპანახში აკუმულირებულია ბევრი მნიშვნელოვანი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება. შეიცავს ბევრ ცილას, კაროტინს, ვიტამინებს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ ნივთიერებებს. პროდუქტში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა წარმოდგენილი იოდი.

ავოკადო

ორგანიზმში ავსებს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების დეფიციტს, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლძარღვების ათეროსკლეროზის და თრომბოზის განვითარების შანსი მნიშვნელოვნად მცირდება. ავოკადო მდიდარია კალიუმით, ამიტომაც განსაკუთრებით პოზიტიურად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე. ბევრმა ადამიანმა სამწუხაროდ არ იცის ამ ტროპიკული ხილის სასარგებლო თვისებების შესახებ. შეიცავს ბრწყინვალე ნივთიერებას გლუტატიონს, რომელიც ბლოკავს ბევრ სახიფათო კანცეროგენს, რითაც ხელს უწყობს ღვიძლის ნორმალურ მუშაობას. ამასთან, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ეხმარება საჭმლის მონელებას და ორგანიზმს კარგად ამარაგებს ჟანგბადით.

ნიორი
ყველასათვის ცნობილია როგორც ვირუსსაწინააღმდეგო საშუალება, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ის ეფექტურად ზემოქმედებს ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებზე. აზოტის ოქსიდი, გოგირდწყალბადი – ეს ის სასაწაულმოქმედი ნივთიერებებია, რომელსაც არტერიული წნევის დარეგულირების უნარი შესწევს, ამცირებს ზედმეტად მომატებულ სისხლძარღვოვან ტონუსს. ამასთან, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ანადგურებს ტვინში კიბოს გამომწვევ მიზეზს – გლიობლასტომის უჯრედებს. მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები კლავს კუჭის წყლულის გამომწვევ მიზეზს – ჰელიკობაქტერიას, ანადგურებს ჭიებს, დიფტერიისა და ტუბერკულიოზის ჩხირებს.

კენკრა
ხელს უშლის ორგანიზმში უჯრედების დაბერებას, იმიტომ რომ უამრავ ვიტამინს შეიცავს – ძალიან სასარგებლო პროდუქტია სისხლძარღვების გასამაგრებლად. მდიდარია კალიუმით, რომელიც სწრაფად გამოდევნის დაგროვილ სითხეს ორგანიზმიდან. მაგნიუმი კენკრაში ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს, აფართოვებს სისხლძარღვების კედლებს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას. სისხლძარღვებზე განსაკუთრებით პოზიტიურად ზემოქმედებს: მარწყვი, ალუბლი, შავი და წითელი მოცხარი, ჟოლო. შავი მოცხარი 15-ჯერ მეტ С ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ვაშლი. ზუსტად შავი მოცხარი უნდა მიიღოს გულის პრობლემების დროს ადამიანმა, რამდენადაც მას მატონიზირებელი გავლენა აქვს.

შტოში

კალიუმის საბადო. დღეში 2 ს.კ. შტოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 40%-ით ამცირებს. ამასთან, ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ანტივირუსული საშუალება. წმენდს შარდის ბუშტსა და საშარდე გზებს სახიფათო ბაქტერიებისგან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ შტოში ებრძვის კიბოს უჯრედების წარმოქმნას და ასევე ასუფთავებს სისხლძარღვებს თრომბებისგან.
მხოლოდ დიეტით გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან თავის დაცვა საკმარისი არ არის. ფიზიკური აქტივობა, სტრესთან გამკლავება, ინფექციებთან და მავნე ჩვევებთან ბრძოლა, ექიმის რეკომენდაციების შესრულება – ყოველივე ეს კომბინირებულად ჯანმრთელი და დღეგრძელი ცხოვრების წინაპირობას წარმოადგენს.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ