Загрузка...

ვიტამინი D და მისი ფუნქცია ორგანიზმში.



ვიტამინი D განსხვავდება სხვა ვიტამინებისგან. ითვლება, რომ ის არის პროჰორმონი, რომელიც მოქმედებს ჰორმონების გამომუშავებასა და მთელი რიგი პროცესების სწორად წარმართვაზე.
ვიტამინი D-ს მიღების სამი გზა არსებობს: მზის სხივები, საკვები და კარგი ხარისხის დანამატი.
როდესაც ორგანიზმი იღებს ვიტამინ D-ს (საკვების, დანამატის თუ მზის სხივების საშუალებით), ის გარდაიქმნება ჰორმონად. სხვანაირად მას აქტივირებულ ვიტამინ D-ს ან კალციტრიოლსაც უწოდებენ. ის აუცილებელი ნუტრიენტია ზოგადი ჯანმრთელობისათვის.
იტვირთება...
loading...
ადამიანის სხეული D ვიტამინის საჭირო რაოდენობის დაახლოებით 90%-ს მზის სხივების საშუალებით გამოიმუშავებს. ხოლო დანარჩენი 10% მიეწოდება საკვებიდან. ნაკლებად მზიანი ქვეყნების მცხოვრებლებს ექიმები ყოველთვის ურჩვენ ვიტამინი D-ს მიღებას.
წელიწადის მზიან დღეებში ორგანიზმი ჭარბი რაოდენობით D ვიტამინს გამოიმუშავებს, შეინახავს მას ცხიმოვან ქსოვილში (რადგან ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია), ზამთრის ცივ დღეებში კი ამ მარაგს ნელ-ნელა გამოიყენებს. მკვლევარების აზრით, მზის 10-15 წუთიანი აბაზანა სრულიად საკმარისია D ვიტამინის ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად.
D ვიტამინით მდიდარია ვირთევზას ღვიძლის ქონი (cod liver oil), სარდინი, ორაგული, თინუსი, ხიზილალა, კვერცხი და სოკო.
რას აკეთებს ორგანიზმში ვიტამინი D?
მისი უპირველესი ფუნქციაა ჯანსაღი ძვლები და ძლიერი იმუნიტეტი; თუმცა ამის გარდა, მნიშვნელოვანია მიკრობიომის, ნერვული სისტემის, კუნთებისა და მთელი ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის.
D ვიტამინი ძვალ-სახსროვან სისტემაში განაპირობებს კალციუმის და მაგნიუმის შეწოვას. ასეთი მოქმედებით თავიდან აცილებს ორგანიზმს ოსტეომალაციას (ძვლების “დარბილება’’), ოსტეოპენიას (ძვლების გამოფიტვა), რაქიტს და ოსტეოპოროზს.
სხვა ვიტამინების მსგავსად, ვიტამინი D-ც ამცირებს კანცეროგენული (კიბოს გამომწვევი) ფაქტორების მოქმედებას. შეუძლია შეამციროს მკერდის, საკვერცხეების და სწორი ნაწლავის კიბოს რისკი, რადგან მონაწილეობს უჯრედების გამრავლების პროცესში. ამასთანავე, ხელს უშლის ჭარბი რაოდენობით ესტროგენის გამოყოფას.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ეკვატორთან ახლოს მცხოვრებ ბავშვებში ნაკლებადაა განვითარებული ასთმა და ტიპი I დიაბეტი. როგორც აღმოჩნდა, მათ სისხლში მზის სხივებით სინთეზირებული D ვიტამინის მეტი რაოდენობაა.
დაავადებები, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს D ვიტამინის ნაკლებობამ:
  • აუტოიმუნური დაავადებები - მდგომარეობები, რომლის დროსაც ორგანიზმი საკუთარ თავს “ებრძვის’’. იმუნური სისტემა საკუთარი ორგანიზმის უჯრედებს აღვიქვამს უცხოდ და იწყებს მათ წინააღმდეგ ბრძოლას. ასეთ დროს შეიძლება დააზიანოს უჯრედები, ქსოვილები და ორგანოებიც კი.
  • სუსტი ძვალ-სახსროვანი სისტემა - რადგან კალციუმი და მაგნიუმი ძვლის შემადგენელი ყველაზე აუცილებელი მინერალებია, ხოლო მათ შეწოვას ვიტამინი D ახორციელებს. D ვიტამინის ნაკლენბობისას იწყება მათი გამოფიტვა და დასუსტება. შედეგად ვიღებთ მძიმე პათოლოგიებს.
  • კანის დაავადებები - ვინაიდან D ვიტამინი მონაწილეობს უჯრედების დაყოფაში, ის მნიშვნელოვანია კანის რეგენერაციისთვის (აღდგენა). ეს პროცესი კიდევ უფრო აქტუალურია ეგზემის, ფსორიაზისა და აკნეს შემთხვევების დროს.
  • სეზონური დეპრესია - დეპრესია, რომლის გამომწვევი მიზეზიც ძირითადად სეზონის ცვლილებაა და ის ყოველწლიურად მეორდება. სეზონური დეპრესიის ყველაზე ხშირი მიზეზია ზამთარი.
მაღალი ხარისხის D ვიტამინი, სრულფასოვანი კვება და მზის სხივების საჭირო რაოდენობა თავიდან აგაცილებთ ამ ვიტამინის ნაკლებობას და მისგან გამოწვეულ დაავადებებს.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ