Загрузка...

სახსრების ტკივილის შეუდარებელი საშუალება, ხალხური მედიცინინგან.



სახსრების ტკივილ, როგორც ამბობენ, ისეთივე საშინელია, როგორც შაკიკი ან კბილის ტკივილი. მაგრამ, თუ შაკიკი გაივლის და კბილის მორჩენაც არ არის დიდი პრობლემა, სახსრების ტკივილისგან თავის დაღწევა, ადვილი არ არის.
შესაძლებელია ავადმყოფობამ ისე შეუტიოს ადამიანს, რომ სადმე წასვლა კი არა, საწოლიდანაც ვერ ადგეს! ასეთ დროს, ძირითადად, ტკივილგამაყუჩებლებს იყენებენ, მაგრამ ბევრად უფრო კარგ ეფექტს იძლევა ქვემოთ მოცემული სამკურნალო საშუალებები. ამასთან, ორგანიზმისთვის უსაფრთხო და სასარგებლოც არის.
იტვირთება...
loading...

I. იმ შემთხვევაში, თუ სახსრების ტკივილის მიზეზი ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესია, ეს საშუალება გამოგადგებათ:
მზესუმზირის ფესვი — 100 გრ.
წყალი — 1 ლ.
გაატარეთ ფესვი ხორცის საკეპ მანქანაში ან ჩოფერში დაანაწევრეთ. დაასხით ცივი წყალი და ადუღეთ 10 წუთი. როდესაც გაგრილდება, გაფილტრეთ და წყლის ნაცვლად დალიეთ.
მკურნალობის კურსი — 3 თვე.

II. თუ სახსრების ტკივილით იტანჯებით, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ მუხლები გტკივათ, ეს რეცეპტი დაგეხმარებათ. მკურნალობის გარდა, ეს საშუალება, ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც სასარგებლოა. ის აღადგენს და ამაგრებს მყესებს და იოგები!
შვრიის ფანტელები — 1 ჭიქა
წყალი – 1 ჭიქა
ფორთოხლის წვენი (ახლად გამოწურული) — 1 ჭიქა
დარიჩინი — 1 ჩ. კ.
ანანასი (კუბიკებად დაჭრილი) — 2 ჭიქა
ნუში (დაქუცმაცებული) — 0, 5 ჭიქა
თაფლი — გემოვნებით
წყლით და შვრიის ფანტელებით მოხარშეთ ფაფა და გააგრილეთ. მოათავსეთ ის ბლენდერში, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და ერთფეროვანი მასის მიღებამდე, თქვიფეთ. თუ ძალიან სქელი გამოვა, ცოტა წყალიც დაამატეთ.

III. უბრალო, გემრიელი და ძალიან სასარგებლო სასმელის მომზადება შეიძლება ვაშლით.
ვაშლი «ანტონოვკა» — 2–3 ცალი
წყალი — 1 ლ.
გარეცხეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით ვაშლი. მოათავსეთ ემალირებულ ქვაბში და დაასხით მდუღარე წყალი. დაახურეთ სახურავი და დააყენეთ 3–4 სთ. დალიეთ დღის მანძილზე.

IV. არანაკლებ გემრიელი გამოდის სასმელი სანელებლით, რომლებიც ალბათ, ყველა დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება. ამ საშუალების გამოყენების შემდეგ, ანთება ქრება და ტკივილიც თანდათანობით ყუჩდება.
კურკუმა — 1 ს. კ.
წყალი — 750 მლ.
თაფლი — 3 ს. კ.
ემალირებულ ჯამში ჩაასხით წყალი და აადუღეთ. დაამატეთ კურკუმა და კიდევ 10 წთ. ადუღეთ. გადმოგით ცეცხლიდან. კარგად რომ გაგრილდება, გაფილტრეთ და თაფლი დაამატეთ.
დალიეთ დღის მანძილზე.

V. ეს საშუალება, მხოლოდ შეტევის დროს კი არ აყუჩებს ტკივილს, არამედ დაავადების მკურნალობისთვისაც გამოიყენება. სრული განკურნებისთვის, 3 სამლიტრიანი ქილა წამლის მომზადება და მიღება არის საჭირო. ჭვავის მარცვლები – 250 გრ.
წყალი – 2 ლ.
თაფლი – 1 კგ.
არაყი – 0, 5 ლ.
კოწახურის ფესვი – 3 ს. კ. დაასხით ჭვავს წყალი და აადუღეთ. როდესაც კარგად გაცივდება, გაფილტრეთ, დაამატეთ თაფლი, არაყი და კოწახურის დაფქული ფესვი. კარგად მოურიეთ და დადგით ბნელ ადგილზე 3 კვირა.
მიიღეთ დღეში სამჯერ, 3-3 ს. კ. ყოველი ჭამის წინ, ანუ დღეში 9 ს. კ.
აქ მოცემული საშუალებების გარდა, არსებობს კიდევ სხვა რეცეპტებიც. მაგ., სამკურნალო საშუალებები, კომპრესის სახით. თუნდაც ასეთი: გაათბეთ კომბოსტოს ფოთოლი ცეცხლზე და წაუსვით თხელ ფენად თაფლი. დაიდეთ სახსარზე, ზემოდან საცხობი ქაღალდი გადაიკარით და შალის ქსოვილი შემოიხვიეთ. ეს ძილის წინ უნდა გაიკეთოთ და და კომპრესი მთელი ღამე გაიჩეროთ. არის საუკეთესო გამაყუჩებელი ტკივილის შეტევის დროს. ერთი დღის შემდეგ, შედეგი უკვე საგრძნობი იქნება.
მკურნალობის გარდა, თუ მარილს და ცხიმიან საკვებს შეამცირებთ და ყველა კერძს (სალათებს და წვნიანს) სელის მარცვლებს დაამატებთ და ისე მიირთმევთ, გამოჯანმრთელების პროცესს უფრო დააჩქარებთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ